LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლივერპულის ფანები ისტორიაში პირველ გაფიცვას აწყობენ

77

”ლივერპულის” ფანები ”სანდერლენდთან” მატჩს 77-ე წუთზე პროტესტის ნიშნად მიატოვებენ.

”ლივერპულის” ისტორიაში პირველი გაფიცვა შაბათს იგეგმება.

გულშემატკივრები უკმაყოფილოები არიან მომდევნო სეზონში ბილეთების ფასით: ყველაზე ძვირი ”მეინ სტენდზე” 77 ფუნტი ეღირება, ადრე მისი შეძენა 59 ფუნტად შეიძლებოდა.

”ლივერპულის” ფანების დაჯგუფება აცხადებს, რომ მიუხედავად კლუბის გაზრდილი შემოსავლებისა, ”ლივერპულის” აბონემენტი პრემიერლიგაში ყველაზე ძვირია და სეზონზე 1029 ფუნტი ღირს, რაც უსამართლოდ მიაჩნიათ.

”ის, რაც ხელმისაწვდომია ერთისთვის, არ არის ხელმისაწვდომი მეორესთვის. ჩვენ გვინდოდა ახალი ინიციატივით გამოსვლა და ფასების დიაპაზონის შექმნა, სადაც ყველა გულშემატკივრის სურვილს გავითვალისწინებდით”, – განაცხადა ”ლივერპულის” აღმასრულებელმა დირექტორმა იან ეირმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები