LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე არასანდო ელექტროქარების რეიტინგი. მათ შორის ორი Tesla მოხვდა

124
tesla

ყველაზე ნაკლებად სანდო ელექტრომობილთა სიაში ერთდროულად 2 Tesla მოხვდა. საინტერესო რეიტინგი სააგენტო Consumer Reports-მა შეადგინა. Tesla Model S და Model X პირველ ათეულში არიან და ისევე როგორც წინა ჯერზე, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი Hyundai Kona Electric-ის პირველ თაობას აქვს.

მეორე ადგილი Chevrolet Bolt EUV-ს ხვდა წილად, მესამეზე კი – Chevrolet Bolt მოხვდა. მეოთხე ადგილზე გასული Model X-ის სანდოობა უფრო ცუდი აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი თანამედროვე ავტომობილის საშუალო მაჩვენებელი.

რეიტინგის მეხუთე ადგილზე Polestar 2 გავიდა, მას კი Jaguar I-Pace და Porsche Taycan მოჰყვებიან ფეხდაფეხ.

Tesla Model S-ს ცოტათი უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა, ვიდრე Model X-ს და მე-8 პოზიციას დასჯერდა. ყველაზე არასანდო „ელემენტიანი“ ავტომობილების ათეულს Audi e-Tron და rivian R1T ასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები