LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციის მონაწილე სტუდენტები განათლების სამინისტროში დაიბარეს, სიმართლეს არ შეესაბამება“ – უწყების განცხადება

127
Untitled design (1)

განათლების სამინისტრო ე.წ. „გავლენის აგენტების“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე სტუდენტების სამინისტროში დაბარებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

„რუსული მთავრობა ახალგაზრდებისა და სტუდენტებისადმი რეპრესიებს აანონსებს, – მზად ვართ, თითოეული სტუდენტი სამართლებრივი და ფიზიკური ძალისხმევით დავიცვათ“ – კუპრაძე

როგორც უწყებაში ამბობენ, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:

„პირველ რიგში, გვსურს აღვნიშნოთ, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია სტუდენტთა ხელშეწყობა და მათთვის თანასწორი, თავისუფალი და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა.

შესაბამისად, უწყებისთვის მიუღებელია ყოველგვარი ქმედება, რომელიც ახალგაზრდების შევიწროებისკენ და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ იქნება მიმართული.

სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მოხდა სტუდენტთა დაბარება სამინისტროში – სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სტუდენტებმა თავად გამოთქვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩთან შეხვედრის სურვილი. მხოლოდ ამის შემდეგ, სტუდენტების მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის მოადგილემ გამოთქვა ახალგაზრდებთან შეხვედრის მზაობა.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის განათლების სისტემის და მასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირება და პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერი: რამდენიმე ახალგაზრდის ფოტო ვნახე, სატანისტების ფორმა ეცვათ.. ეს შემაშფოთებელია

„წყლის ჭავლთან დროშიანი მომიტინგის დაპირისპირება, სპეცრაზმელებთან ყვავილების მიტანა..“ – კობახიძის აზრით, ექსტრემისტული აქტივობები შარპისა და აკერმანის სახელმძღვანელოებით ხორციელდებოდა

კობახიძე: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტმა ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე ამოქმედებით შეეძლო მოეტანა

კობახიძე: „ნაციონალი ლექტორები, სტუდენტებს აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ ნიშნების მომატებას სთავაზობდნენ“

 

magti 5g