LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი რუსი და უკრაინელი გახდა საქართველოს მოქალაქე 1 წლის განმავლობაში

164
ბიომეტრიული-პასპორტები-უფასოდ

2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 3 375 მოქალაქეს, მათგან რუსეთის – 3 297 და უკრაინის – 78 მოქალაქეს.

სტატისტიკური მაჩვენებლები, რომელიც საჯაროდ გამოქვეყნდა, იუსტიციის სამინისტროდან საქართველოს პარლამენტის წევრს, ოპოზიციონერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს მიაწოდეს.

ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრეს რუსეთის 2 693 მოქალაქეს, განუხილველი დარჩა 335 მიმართვა, ამჟამად კი განხილვის პროცესშია 1384 მიმართვა, შეჩერებულია 29 მიმართვა.

რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეებს, 2022 წელს, უარი 55 მოქალაქეს ეთქვა, განუხილველი დარჩა – 14 მიმართვა, განხილვის პროცესშია 40 მიმართვა, დაკმაყოფილებულია 78 მიმართვა, შეჩერებულია – 1.

2023 წელს კი, პირველ ორი თვის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეების 421 მოთხოვნას განიხილავენ, შეჩერებულია 41 მოთხოვნა, ხოლო განუხილველი დარჩა 5 მოთხოვნა.

უკრაინის მოქალაქეების შემთხვევაში კი, ამჟამად განხილვის პროცესშია 17 მოთხოვნა, ხოლო შეჩერებულია 2 მიმართვა.

წყარო: BM.GE

magti 5g