LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ახალი მტკიცებულებები იკვეთება ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ – რას აცხადებენ საქმის პროკურორი და ჩოგბურთელის ადვოკატი

280
ფორტუნა - 2023-03-22T163204.903

პროკურატურა მეორე ინსტანციის სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს.

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო

როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ნათია გურულმა განუცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტენდენციური გადაწყვეტილება მიიღო.

„ბრალდების მხარემ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაასაჩივრა და ითხოვს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალად შერაცხულ ქმედებებთან დაკავშირებით სასამართლომ გამამტყუნებელი სასჯელი გამოიტანოს და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელი შეურჩიოს. ბრალდების მხარე დღევანდელ პროცესზე შესავალ სიტყვას წარვადგენთ, რის შემდეგაც, დაცვის მხარის შესავალ სიტყვას მოვისმენთ.

ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო განსხვავებით პირველი ინსტანციის სასამართლოსგან ტენდენციურად და მიკერძოებულად არ შეაფასებს გარემოებებს, მტკიცებულებებს და გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ბრალდების მხარემ ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები გამოძიების ეტაპზე სრულად წარვადგინეთ, თუმცა, ახალი ინფორმაცია არის იმ ფსიქოლოგის ტენდენციურობასთან დაკავშირებით, ვინც ჩაატარა ბასილაშვილის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. აღნიშნულს ბრალდების მხარე სასამართლოს წარუდგენს“, – განაცხადა ნათია გურულმა.

ნელი დოროყაშვილი: “ამ ქალბატონმა დღეს განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს…მე ახლა ვიწყებ რეალურ ბრძოლას”

პროკურორის თქმით, ფსიქოლოგის დასკვნა არასანდოა, რადგან მედიკოსი მიკერძოებულია. ის საჯარო სივრცეში, ნეკა დოროყაშვილის მადისკრედიტებელ განცხადებებს აკეთებდა, რაც ადასტურებს, რომ ის იყო მიკერძოებული მაშინაც, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარა და დაწერა, რომ „ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდიდა“.

სხდომაზე ბრალდებას ჰქონდა შუამდგომლობა, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ფსიქოლოგის დასკვნის გამოკვლევაზე, რის გამოც, ადვოკატმა ვადა ითხოვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უცვლელად დარჩება.

„ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ შეიქმნა თითქოსდა ახალი გარემოება. თითქოსდა ნელი დოროყაშვილს სურდა ახალი მტკიცებულების წარმოდგენა, მაგრამ აღნიშნული მტკიცებულება სასამართლოს მხარეს წარდგენილი და გამოკვლეული ჰქონდა. პირველი ინსტანციის სასამართლოში არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

თქვენ ყველა ხართ იმის მომსწრე და საზოგადოებაც, რომ ქალბატონი ნელის დაკითხვა მიმდინარეობდა დაახლოებით 4 პროცესის განმავლობაში და მან სრულად და ამომწურავად ისაუბრა იმაზე, რაც უნდა ესაუბრა, მაგრამ მან არ ისაუბრა იმ მნიშვნელოვან დეტალებზე, რომელიც სწორედ მისი ჩვენების სიყალბეს ადასტურებდა, რაც შეეხებოდა თანხის ნაწილს, თითქოს ის თანხის გარეშე იყო დატოვებული აშშ-ში და ა.შ. ერთი და მთავარი გახლავთ ის, რომ პირველივე წუთიდან ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი იყო უდანაშაულო და ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა უცვლელი დარჩება“, – განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი: ძალიან გახარებული ვარ, რომ დადგა სამართლიანი განაჩენი, ამდენი ცრუ ბრალდება ჩემთვის რთული ასატანი იყო

პროცესს არ ესწრებოდა არც თავად სპორტსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილი და არც მისი ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილი.

ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი სააპელაციო სასამართლოში 7 აპრილისთვის ჩაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g