LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ერთი კვირაა, სადილზე გიული ალასანიას სუში მოაქვს, ძალიან გამიხარდა, თევზი კალორიულია და თურმე, ბოსტნეულის სუში ყოფილა” – სააკაშვილის მკურნალი ექიმი

625
BeFunky-collage - 2023-03-27T010705.638

მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, ლუიზა შენგელიამ „იმედის კვირას“ სააკაშვილის კვების რაციონზე საუბრისას განუცხადა, რომ გიული ალასანიას ამ ბოლო დროს, ერთი კვირაა, სადილზე შვილისთვის სუში მოაქვს.

მისივე თქმით, თავიდან ეგონა, რომ თევზის სუშია და ძალიან გაუხარდა, რადგან თევზი კალორიულია და რამდენჯერ ურჩია, თუმცა სუში ბოსტნეულის აღმოჩნდა.

„კალორაჟზე ენდოკრინოლოგმა, ქალბატონმა სოფომ რომ შესთავაზა ქალბატონ გიულის, არა, ეს ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენ თვითონ უკეთ ვიცით, რა უნდა მოვუტანოთო. ჩვენ ამას არ მივიღებთო და არც გამოართვა ის კალორაჟი, რაც ქალბატონმა სოფომ გამოთვალა.

სჭირდება ცილოვანი საკვების მიღება. ცილოვან საკვებს საკვები სახითაც არ იღებს. მის საკვებში ძირითადი ბოსტნეულობაა. ამ ბოლო დროს, ერთი კვირაა, სადილზე სუში მოაქვს. ჯერ მეგონა, რომ თევზის სუშია და ძალიან გამიხარდა. თევზი კალორიულია და რამდენჯერ ვურჩიე და თურმე, ბოსტნეულის სუში ყოფილა.

ძირითადად, სიმპტომურ მკურნალობაზეა, რაც ეკუთვნის მის ორგანიზმს. სხვაგვარი მიდგომა უნდა და ამაზე უარს ამბობს. ესმის ყველაფერი, ძალიან ჭკვიანი და ყველაფერში გარკვეულია. შესაძლოა, ჩემზე მეტიც ესმის.

სიმპტომური მკურნალობა რას ნიშნავს? – ეს სახლშიც შეიძლება და ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში”, – განაცხადა ლუიზა შენგელიამ.

mazda magti 5g