პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ნეაპოლში იმყოფება.
ამის შესახებ ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ დღეს კვარას თამაშს დაესწრება.
ხაზარაძე ასევე წერს, რომ ნეაპოლში უამრავ ქართველ ემიგრანტს შეხვდა.
„ნეაპოლი, საღამოს კვარას თამაშს დავესწრები. ქუჩაში ქართული საუბრები ისმის ყველგან, ჩვენები, ემიგრანტები, ყველას დაბრუნება უნდა სამშობლოში, ოღონდ სხვა, განახლებულ, განვითარებულ საქართველოში.
ძალიან ემოციურია ეს სპონტანური შეხვედრები, ამდენი სითბო და სიყვარული ერთად დიდი ხანია არ მიგრძვნია.
ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ადამიანების თვალებში თითქმის ჩამქრალი ნაპერწკალი გავაღვივო და რეალობად ვაქციო,“ – წერს მამუკა ხაზარაძე.
