ბრაზილიელი სუპერმოდელი, ადრიანა ლიმა, „ვიქტორიას სიკრეტის“ სუნამოს, Heavenly-ს სახეა. ლამაზმანი, რომელიც გასულ წელს დედა მესამედ გახდა, Solve Sundsbo ფოტოობიექტივში მოხვდა და სუნამოს საოცარ რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. მას ლიმონისფერი კაბა ამშვენებს და ბრწყინვალედ გამოიყურება.
ადრიანამ „ინსტაგრამზე“ შთამბეჭდავი ფოტოების სერიაც გაავრცელა, სადაც მას მომაჯადოებელი, ექსტრავაგანტური, ოქროსფერი კაბა ამშვენებს.
ძალიან შეცვლილი ადრიანა ლიმა მშობიარობის შემდეგ პირველად გამოჩნდა