ინდონეზიის მთავრობას ქვეყანაში შემოსული უცხოელებისთვის ახალი გადასახადის დაკისრება სურს. ინფორმაციას, საზღვაო საქმეებისა და ინვესტიციების სამინისტროზე დაყრდნობით გამოცემა Antara ავრცელებს.
მინისტრის აზრით, ასეთი ზომების შემოღება კუნძულზე არაკეთილსინდისიერი ვიზიტორების მიერ ჩადენილ დანაშაულს შეამცირებს.
საქმე ისაა, რომ ბალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური ტურისტული დანიშნულებაა, ამიტომ მას დაბალი შემოსავლის მქონე დამსვენებლები ხშირად აკითხავენ და კანონსაც დაუფიქრებლად არღვევენ.
ახალი გადასახადი კი ინდონეზიას სამომავლოდ ძალიან კარგ საქმეს გაუკეთებს, კურორტებს „უფრო ხარისხიანი“ ტურისტები მიაკითხავენ და ბევრად მეტ ფულსაც დახარჯავენ, რაც საბოლოოდ ისევ ქვეყნის განვითარებას მოხმარდება.