LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააპელაციო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის აღმკვეთი ღონისძიებების შეცვლასთან დაკავშირებული საჩივარი დაუშვებლად ცნო

183
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

სააპელაციო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის აღმკვეთი ღონისძიებების შეცვლასთან დაკავშირებული საჩივარი დაუშვებლად ცნო. ამის შესახებ ადვოკატმა თათია მანეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, განჩინება გამოგზავნილია, თუმცა მათ ჯერ არ ჩაბარებიათ.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება გავასაჩივრეთ. ვითხოვდით, რომ სააპელაციო სასამართლოს ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება ანუ პატიმრობა, რომელიც ლაზარე გრიგორიადისს შეუფარდეს, ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიებით, გირაოთი შეეცვალა. სასამართლომ ეს მოთხოვნა დაუშვებლად ცნო, წარმოებაში არ მიიღო და ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება დატოვა.

საქმის არსებითი განხილვა ახლა იწყება. ჩვენ აღკვეთის ღონისძიების საკითხი გავასაჩივრეთ და მთლიანად საქმეზე არ გვისაუბრია. ჩვენ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჯერ დოკუმენტური სახით არ მიგვიღია. როდესაც მივიღებთ, გავეცნობით და გამოვიკვლევთ, რატომ დატოვა სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში და რატომ არ შეცვალა ის“, – განაცხადა თათია მანეჟაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g