LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო – რას აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში

164
რესპუბლიკური საავადმყოფო

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 500 საწოლზე იქნება გათვლილი. მათივე ცნობით, კლინიკის ბაზაზე განთავსდება ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მიმართულება, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები და სამედიცინო ბიბლიოთეკა.

ამის შესახებ აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებსა და კონცეფციაზე ისაუბრეს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ხელმძღვანელი პირების გადადგომას ითხოვენ

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მიმართა და ყურადღება მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ღონისძიებაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, კლინიკასთან დაკავშირებით, არსებულ გეგმებზე ინფორმაცია მიეღოთ. განიხილეს კლინიკაში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. იმსჯელეს, ამ კუთხით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკაზე.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ მრავალი, ევროპული ქვეყნის პრაქტიკის შესაბამისად, აუცილებელია სახელმწიფო, ცენტრალური, მულტიფუნქციური კლინიკის არსებობა ქალაქის ცენტრში:

„ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება 500 საწოლზე გათვლილი, მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური კლინიკა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს.

ამასთანავე, კლინიკის ბაზაზე განთავსდება ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მიმართულება, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა.

აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა რეგიონულ ჰაბად იქცევა, რომელიც ქვეყნისთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს სამუშაო ადგილი და ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ“ - ჯანდაცვის მინისტრი

„წერილს კარგად თუ წაიკითხავთ, დეტალურად არის განმარტებული. ის არ გულისხმობს ადამიანების მასობრივად სამსახურიდან გათავისუფლებას“ - ამბობს აზარაშვილი.

რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კონცეპტუალურად გულისხმობს მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციას კლინიკურ აქტივობებში და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას.

შეხვედრაზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებულ, ამჟამინდელ მდგომარეობაზეც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ კლინიკა აშენდა და ფუნქციონირებს გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან. ნახევარი საუკუნის განმავლობაში, არსებითად შეიცვალა როგორც სამედიცინო ტექნოლოგიების, ისე სამედიცინო არქიტექტურის და ინჟინერიის სტანდარტები.

აქედან, გამომდინარე არსებული შენობა არ შეესაბამება თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების სტანდარტებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე, მღელვარების საფუძველი არ გვაქვს 

პრეზენტაციაზე, კლინიკის თანამშრომლებს, მიმდინარე და ჩატარებული კვლევებიც გააცნეს.

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ, 2018 წელს, ჩატარებულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ სამკურნალო კორპუსის არსებული კარკასის მხოლოდ სვეტები აკმაყოფილებენ მოქმედი სეისმური ნორმების მოთხოვნებს, ხოლო რიგელები საჭიროებენ გამაგრება-გაძლიერებას. 2022 წლის დასკვნაში, აღნიშნულია – „ძირითადი სამკურნალო მაღლივი კორპუსის შემინული გარე ფასადების ტექნიკური მდგომარეობა, შეიძლება შეფასებულ იქნეს როგორც მწვავე ავარიული.

არსებული სახით მათი ექსპლუატაცია დაუშვებელია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება. რესპუბლიკურ საავადმყოფოს შენობასა და იქ არსებულ მდგომარეობას ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) სწავლობს.

აზარაშვილი: რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ

ორგანიზაცია, ასევე ახდენს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას, რომელიც მოიცავს ფინანსური, გარემოსდაცვითი, საბაზრო, სერვისების მოთხოვნა-მიწოდების, სტანდარტებთან შესაბამისობის და სხვა მიმართულებების შესწავლას.“ – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე საუბარი ასევე იყო კლინიკაში არსებულ გამოწვევებზეც, ძირითად გამოწვევებს შორის კი დასახელდა სერვისების სიმწირე, სტანდარტებთან შეუსაბამობა, კლინიკური და ფინანსური გამოწვევები.

„ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, კლინიკაში არსებულ ძირითად გამოწვევებს შორის სერვისების სიმწირე, სტანდარტებთან შეუსაბამობა, ასევე კლინიკური და ფინანსური გამოწვევები დასახელდა.

მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა 2025 წლისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების სავალდებულო აკრედიტაციაზე, რისთვისაც სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა, სამინისტროს წარუდგინოს შუალედური ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე აკრედიტაციის პროცესის შესახებ.

აღნიშნული პროცესის დაწყება კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული პირობებიდან გამომდინარე შეუძლებელია.

მაია გოცაძე: „როგორ წარმოგიდგენიათ ექიმს 3 წელი, თუნდაც მილიონი გადაუხადო და დასვა სახლში, პრაქტიკის გარეშე?! რესპუბლიკურმა საავადმყოფომ არ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება“

პრეზენტაციაზე, სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს, აღინიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები, სხვა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმდებიან ან მშენებლობის განმავლობაში, სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ.

ახალი, მულტიფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობის დასრულებამდე ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადებას სპეციალური პროგრამით, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში.“ –აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g