LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი: რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე, მღელვარების საფუძველი არ გვაქვს

124
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე. მისივე თქმით, არასწორი ინფორმაციები მიზანმიმართულად ვრცელდება.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე ახალი საავადმყოფო აშენდება.

აზარაშვილი: რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ

„ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. მიზანმიმართული ტყუილი, პროპაგანდა მიმდინარეობდა, რაც არის სიცრუე. არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის და ხელფასის გარეშე. ძალიან კარგი ხედვა გვაქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო. საუბარია იმავე ადგილას ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ ყველა თანამშრომელს. მინდოდა, ეს ხაზგასმით მეთქვა. არავითარი მღელვარების საფუძველი არ გვაქვს“, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმები აქციას დღესაც მართავენ. მათი მოთხოვნაა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა, რათა მიიღონ პასუხები კითხვებზე, რა ბედი ელით დემონტაჟის შემთხვევაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g