LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

128
რესპუბლიკური საავადმყოფო

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ვლადიმირ პაპავა თანამდებობიდან გადადგა. როგორც ცნობილია, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

„დავწერე განცხადება წასვლასთან დაკავშირებით. დღეს გადავწყვიტე. დღეიდან აღარ ვარ კლინიკური დირექტორი“, – განაცხადა პაპავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას ახალი კლინიკის მშენებლობის პერიოდში სამედიცინო პერსონალი სხვა კლინიკებში გადანაწილდება, თანამშრომლები იმუშავებენ იმავე პოზიციებზე და შეუნარჩუნდებათ იმავე რაოდენობის ანაზღაურება.

მეორე დღეა, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები აქციას მართავენ. მედპერსონალის მთავარი მოთხოვნაა, კლინიკის რეაბილიტაციის პარალელურად მუშაობა უწყვეტ რეჟიმში განაგრძონ.

ამავე თემაზე:

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ხელმძღვანელი პირების გადადგომას ითხოვენ

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვითარება გაურკვეველი და დაძაბულია“ – კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი

„რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს სამუშაო ადგილი და ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ“ – ჯანდაცვის მინისტრი 

აზარაშვილი: რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ

ირაკლი ღარიბაშვილი: რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე, მღელვარების საფუძველი არ გვაქვს 


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g