LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია გოცაძე: „როგორ წარმოგიდგენიათ ექიმს 3 წელი, თუნდაც მილიონი გადაუხადო და დასვა სახლში, პრაქტიკის გარეშე?! რესპუბლიკურმა საავადმყოფომ არ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება“

202
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები აქციას მართავენ.

ჯანდაცვის სამინისტროსთან უშედეგოდ დასრულებული ერთი შეხვედრის შემდეგ, მედიკოსები ისევ კითხვებზე პასუხებს მოითხოვენ.

აქციის მიზანსა და ექიმების მოთხოვნებზე „ფორტუნას“ ექიმი მაია გოცაძე ესაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ექიმების მთავარი მოთხოვნაა რესპუბლიკურმა საავადმყოფომ არ შეწყვიტოს ფუნქციონირება.

„ჩვენი აქციის მთავარი მიზანი არის ის, რომ რესპუბლიკურმა საავადმყოფომ, როგორც კლინიკამ, არ შეწყვიტოს ფუნქციონირება.

რეაბილიტაციის და სამშენებლო სამუშაოების პარალელურად გაგრძელდეს სამკურნალო პროცესი.

ჩვენი მოთხოვნაა შეგვხვდნენ, დაგველაპარაკონ, წარმოადგინონ გეგმა, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის განხორციელება,“ – აღნიშნა მაია გოცაძემ.

„ფორტუნას“ კითხვაზე, რას ფიქრობენ ექიმები ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე, რომ იმ შემთხვევაში, თუ მედიკოსებს ვერ დაასაქმებენ, ხელფასს მაინც გადაუხდიან, ამას კი ხელშეკრულებებით გაამყარებენ, მაია გოცაძემ აღნიშნა:

„რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს სამუშაო ადგილი და ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ“ - ჯანდაცვის მინისტრი

„წერილს კარგად თუ წაიკითხავთ, დეტალურად არის განმარტებული. ის არ გულისხმობს ადამიანების მასობრივად სამსახურიდან გათავისუფლებას“ - ამბობს აზარაშვილი.

„ხელფასის გადახდასთან ჩვენი მოთხოვნა კავშირში არ არის, მინდა სწორად გამიგოთ, ჩვენი ძირითადი მოთხოვნა მიმართულია იმისკენ, რომ რესპუბლიკურმა საავადმყოფომ არ შეწყვიტოს ფუნქციონირება. როგორ წარმოგიდგენიათ 3 წელი ექიმს, თუნდაც მილიონი გადაუხადო და დასვა სახლში, პრაქტიკის გარეშე?!

ვერ ვხედავთ, რომ ჩვენი რაიმე მოთხოვნა არის გათვალისწინებული. ისინი რჩებიან თავიანთ აზრზე, ჩვენ ვართ ჩვენს აზრზე.
ჩვენი მოთხოვნები თუ არ დაკმაყოფილდება, ალბათ პროცესი გაგრძელდება…“ – განაცხადა მაია გოცაძემ „ფორტუნასთან“ საუბრისას.

ინფორმაციისთვის, 22 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საავადმყოფოს, ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის აუცილებლობაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დაახლოებით ერთი თვის წინ, 15 თებერვალს, ისაუბრა. მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ მალე გახდება ცნობილი, „სად და რა კონცეფციის“ რესპუბლიკური საავადმყოფო აშენდება დაახლოებით 2-2,5 წელში.

„ძალიან ბევრი ძალისხმევა გვქონდა, რომ რაღაცები შეგვერემონტებინა, რაღაცა შეგვეცვალა, მაგრამ შეუძლებელია იქ იმ პირობებში რაიმეს გამოსწორება, თუ სრული რეაბილიტაცია არ მოხდება იმ დონეზე, რომ შენობა, სტანდარტებს, რომელიც ჩვენ ყველა კლინიკებს მოვთხოვეთ 2024-25 წლის ბოლოდან, ვერანაირად დააკმაყოფილებს.

ფინანსურად უფრო ეფექტიანია დანგრევა და აშენდება იმ ზომის, იმ ფორმის – სტანდარტებსაც დააკმაყოფილებს და აღჭურვილი იქნება თანამედროვედ, იქნება მრავალპროფილური. დღეს პაციენტს მრავალპროფილურ მომსახურებას ვერ ვთავაზობთ. როგორ არ ვცადე, მაგრამ იმდენად რთული ინფრასტრუქტურული და აღჭურვის პრობლემებია, რომ შეუძლებელია ამ პირობებში რაიმეს მივაღწიოთ“, – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებითვე, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი არ დარჩება სამსახურისა და ღირსეული ანაზღაურების გარეშე.

„ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალის დასაქმებასა და ანაზღაურების გადახდაზე – იმ შემთხვევაში, კი თუ მათ ვერ დავასაქმებთ, ხელფასს მაინც გადავუხდით,“ – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ამავე თემაზე:

„რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით რამდენიმე ხანში გვექნება საბოლოო დასკვნა” – ჯანდაცვის მინისტრი

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ხელმძღვანელი პირების გადადგომას ითხოვენ

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვითარება გაურკვეველი და დაძაბულია“ – კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი

„რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს სამუშაო ადგილი და ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ“ – ჯანდაცვის მინისტრი 

აზარაშვილი: რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ

ირაკლი ღარიბაშვილი: რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე, მღელვარების საფუძველი არ გვაქვს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g