LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაზე ესაუბრა კეტი პერი ალექსანდრე ზაზარაშვილს დახურულ წვეულებაზე: „ძალიან თბილად განეწყო ჩემ მიმართ…“

2983
ალექსანდრე და კეტი

ალექსანდრე ზაზარაშვილმა მისმა ცნობილმა ვოკალის პედაგოგმა შერილ პორტერმა „ამერიკის ვარსკვლავის“ დახურულ წვეულებაზე დაპატიჟა, სადაც ის კონკურსის ჟიურის წევრებს წარუდგინა.

მათ შორის იყო კეტი პერიც.

ვინაიდან ალექსანდრე ზაზარაშვილი უკრაინული „ვოისის“ გამარჯვებული, პერის მეუღლე კი იმ დროს უკრაინაში ზელენსკის ხვდებოდა, მომღერალი ალექსანდრეთი განსაკუთრებულად დაინტერესდა:

„ძალიან თბილად განეწყო ჩემდამი. კეტისთან ლაპარაკი განსაკუთღებით დიდხანს გაგვიგრძელდა. ხალხი ელოდა, მასთან სურათების გადაღება უნდოდა. ჩვენ ვეუბნებოდით, გელოდებიანო (იცინის), მაგრამ გვითხრა, არა უშავს, მე მომწონს თქვენთან ლაპარაკიო. ლაიონელ რიჩიც არ მეგონან ასეთი თბილი, ჩამეხუტა და ძალიან თბილად მესაუბრა. ძალიან ამაღელვებელი საღამო იყო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g