მთიან ყარაბაღში სროლის შედეგად 3 აზერბაიჯანელი და 4 სომეხი სამხედრო დაიღუპა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, სომხურმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციაში დაადანაშაულეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სროლას 3 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ხოლო სომხური მხარის განცხადებით, დაიღუპა 4 და დაიჭრა 6 სამხედრო.