ჭიათურაში მულტიფუნქციური ცენტრის „რობოტიკის“ კურსის ბავშვების მიერ შექმნილი ჭკვიანი ურნა დამონტაჟდა.
როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ურნა სენსორების დახმარებით ავტომატურად იმართება.
ბაქტერიებისგან თავდაცვის მიზნით კი, ზედაპირი დისტანციურად იხსნება, გადავსების შემთხვევაში კი აღარ იხსნება.
“მადლობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელმაც საშუალება მოგვცა, ქალაქში ჭკვიანი ურნების პროექტი განგვეხორციელებინა. იმედი გვაქვს, რომ მალე მსგავსი ურნები ყველა უბანში დამონტაჟდება,” – აღნიშნულია ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის განცხადებაში.