ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს.
მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავზე გადიან და, ტრადიციისამებრ, სააღდგომო ნამცხვარი და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.
ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია მოქალაქეებს უზიარებს ვიდეოს, რომელიც საბურთალოს სასაფლაოს მისადგომებთან არსებულ ვითარებასაც ასახავს.
„სხვისგან ვერ გავიგე და ჩემგან გაიგეთ, თუ გაინტერესებთ. ასეთი სიტუაციაა.. სასწაულიც არ არის, მაგრამ ბევრი მანქანა რომ არის კი ხედავ“, – ამბობს ტელეწამყვანი საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.
ცნობისთვის, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოა. ავტობუსები 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით.
