„ოსკარის“ ნომინანტმა, 36 წლის მსახიობმა, ელიოტ პეიჯმა 13,2 მილიო „ინსტაგრამ“ გამომწერს ახალი ფოტო გაუზიარა, სადაც ის წელს ზემოთ შიშველი პოზირებს. მკერდზე ელიოტს იარები ეტყობა. ახალ ფოტოში ის კიდევ უფრო მამაკაცურად გამოიყურება.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩემს სხეულში ასე კომფორტულად ვიგრძნობდი თავს, სხეულში საოცარი შეგრძნებები მაქვს“, – წერს „ჯუნოს“ ვარსკვლავი.
შეგახსენებთ, 2022 წლის მან სქესის შეცვლის ურთულესი ოპერაციები გაიკეთა, მან სახელიც შეიცვალა და ელიოტი დაირქვა. მსახიობი ამ თემაზე ღიად საუბრობს და არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ნანობს, რადგან ბავშვობიდან თავს ბიჭად მიიჩნევდა.
„მიმიკებიც კი მამაკაცური აქვს“ – ელიოტ პეიჯი წითელ ხალიჩაზე მეგობარ მამაკაცთან ერთად პოზირებს
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ პასპორტის ფოტო მომეწონებოდა“ – ელიოტ პეიჯი ფოტოს ავრცელებს