LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არის პროცესი, გადავდივართ მეორე ეტაპზე” – გიული ალასანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

151
2023021001481094078-1676271317

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის უარი უთხრეს, დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე – ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე, გამოეხმაურა ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია.

„მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელსაც მე პირადად ველოდებოდი. მე მგონი მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პილიტპატიმარი. უმრავლესობა თანახმაა იმაზე, რომ ეს არის პირადი პატიმარი პუტინის. გარდა ამისა, ყველამ ასევე იცის, რომ ადამიანი არის მძიმე ავადმყოფი. ნამდვილად არის მძიმე ავადმყოფი. ეს არაერთმა ექიმმა დაადასტურა, საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის. სრულიად ნეიტრალური ადამიანები იყვნენ ეს ადამიანები, რომლებიც სინჯავდნენ.

სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ევროკავშირის ექიმების ჩამოსვლა, რომლებიც მზად იყვნენ, რომ ჩამოსულიყვნენ, ეს კარგი იქნებოდა ძალიან, იმიტომ, რომ ისინი ასევე დაადასტურებდნენ… ის, რომ არ მოხერხდა მათი ჩამოსვლა, ეს რაღაცნაირი მინიშნება იყო ჩემთვის იმის, პირველი ეტაპის პასუხი შეიძლება ყოფილიყო უარყოფითი.

საქმე ის არის, რომ ეს არის პროცესი, ჩვენ გადავდივართ მეორე ეტაპზე, როდესაც იქნება უკვე სარჩელის განხილვა და მე იმედი მაქვს, რომ იქ ბოლოს და ბოლოს მიღებული იქნება გადაწყვეტილება. ამას ჩვენ კი არა ელოდება ბევრი ადამიანი, ბევრი ქვეყანა, ჯერ ერთი ელოდება საქართველოს მოსახლეობა, რაც ყველა გამოკითხვამ გვაჩვენა. ძალიან ბევრ ადამიანს უნდა, რომ გადარჩეს მიხეილ სააკაშვილი, გადაარჩინონ მისი სიცოცხლე”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

magti 5g