LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განაცხადოს უარი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან“ – გრიგოლ გეგელია

130
გრიგოლ გეგელია

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განაცხადოს უარი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან“, – ამის შესახებ განცხადებას პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია აკეთებს.

მისი თქმით, „ინფორმაცია სანქციების ახალ რაუნდთან დაკავშირებით საგანგაშო გზავნილებს შეიცავს“.

„თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიები, „შესაძლოა დასანქცირდეს” – სახდეპის პრესსპიკერის მოადგილე

„სულ მალე, თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ბატონი ო’სალივანი. პარალელურად, ბრიუსელში შედგა ევროკავშირის სახელმწიფოების ელჩების შეხვედრა, სადაც განიხილეს ახალი სანქციების რაუნდი, რომელიც უკვე არა რუსეთს, არამედ მის ხელშემწყობ სხვა სახელმწიფოებს დაუწესდება. მაღალი რანგის დიპლომატები ადასტურებენ, რომ ევროკომისია დაასანქცირებს რამდენიმე სხვადასხვა მხარეს ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში. სანქციების საგანი გახდება ის სახელმწიფოები და კომპანიები, რომლებიც ასრულებენ შუამავლის ფუნქციას და მხარს უჭერენ რუსულ ეკონომიკას დასანქცირებული საქონლით მომარაგებაში, ისევე, როგორც რუსული საქონლის შეძენით.

დასავლეთის ნება მკაფიო და ნათელია – ის არ აპირებს შეიწყნაროს არცერთ სახელმწიფო, ან კომპანია, რომელიც რუსული იმპერიალიზმის გამდიდრებითაა დაკავებული, მაშინ როდესაც რუსული ჯარი უკრაინაში ბავშვებსა და მოხუცებს ხოცავს და ომის სასტიკ დანაშაულებს ჩადის. ინფორმაცია სანქციების ახალ რაუნდთან დაკავშირებით რამდენიმე საგანგაშო გზავნილს შეიცავს საქართველოსთვის. პირველად ისტორიაში, დაწყებულია საუბარი სანქციებზე, რომელიც დაუწესდება მესამე სახელმწიფოებს, რომელიც რუსეთის ფედერაციას სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. პირველად ისტორიაში, სანქციების კონტექსტში ნახსენებია კონკრეტულად კავკასიის რეგიონი, როგორც აკრძალული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შესატანად გამოყენებული კორიდორი. ამ ფონზე, საგანგაშოა რომ საქართველოს ხელისუფლებამ სულ ცოტა ხნის წინ ღიად შეიძინა დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსული „კამაზის“ მარკის ავტომობილები. საგანგაშოა, რომ იგივე ხელისუფლება გულმხურვალედ ესალმება რუსეთთან ავიამიმოსვლის განახლებას, რაც შესაძლოა ქართული აეროპორტების და კომპანიების დასანქცირების მიზეზი გახდეს. იგივე ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, საქართველო გადაქცეულია მზარდი ჩინური კაპიტალის ეპიცენტრად. სწორედ ასეთ ვითარებაში ეწვევა საქართველოს ევროკავშირის სანქციების მთავარი წარმომადგენელი, რომელიც, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სტუმრობს სწორედ ცენტრალური აზიის და კავკასიის რეგიონს, რომელიც სანქციების ბოლო რაუნდის მთავარი სამიზნეა. ეს არის მკაფიო სიგნალი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლების თითოეული მოქმედება არის დაკვირვების საგანი ჩვენი პარტნიორების მხრიდან. თავისი უგუნური და ანტი-ქართული პოლიტიკით, „ქართული ოცნება“ რისკის ქვეშ აყენებს ქართული სახელმწიფოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას.

„ლელო საქართველოსთვის” დაუშვებლად მიიჩნევს, რომ საქართველო გახდეს სანქციების საგანი “ქართული ოცნების” პარტიული ეგოიზმის გამო. ნებისმიერი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ქართველისთვის, ნებისმიერი პატრიოტული პოლიტიკური ძალისთვის, სრულიად მიუღებელია, რომ ჩვენი სახელმწიფო და ქართველი ხალხი გახდეს სანქციების მსხვერპლი და „ქართული ოცნების” პოლიტიკის გამო დასანქცირდეს არა კონკრეტული პირები, არამედ სრულიად ქართული სახელმწიფო, რასაც ექნება კატასტროფული შედეგი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. თუმცა, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს იცოდეს, რომ სანქციები მოადგა რეგიონს. შესაბამისად, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მკაცრად უზრუნველყოს სანქციების დაცულობა; დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სანქცირებული რუსული პროდუქციის შესყიდვა და საქართველოს გეოპოლიტიკური ბედით თამაში; დაუყოვნებლივ განაცხადოს უარი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე;. დაუყოვნებლივ დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე: რუსეთიდან საჩუქრები არ გვჭირდება, ვითომც რაღაც დათმობა

„ეს არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიდასავლური, ანტიუკრაინული პოლიტიკისთვის“ – როგორ ეხმაურება ოპოზიცია პუტინის გადაწყვეტილებას

„ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ემიგ­რან­ტებს, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ში ცხოვ­რო­ბენ, უფრო მე­ტად გა­უ­ად­ვილ­დე­ბათ თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნას­თან კავ­ში­რი და ფრე­ნე­ბი” – ნინო წილოსანი

„ქვეყნის ღირსეული მთავრობა პუტინის პასუხად უარს იტყოდა რუსეთიდან თვითმფრინავების პირდაპირ რეისებზე და სავიზო რეჟიმს დაუწესებდა რუსეთის მოქალაქეებს!” – ალეკო ელისაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g