რიანასა და ASAP Rock-ის პირველ შვილს, ერთი წელი შეუსრულდა. რეპერმა ვაჟის დაბადების დღეზე სოციალურ ქსელში არაერთი შთამბეჭდავი და სახალისო ფოტო გაავრცელა.
„დაბადების დღეს ვულოცავ ჩემს პირველ შვილს“, – წერს ბედნიერი მამა, რომელსაც სულ მალე კიდევ ერთი შვილი შეეძინება.
სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ რიანამ და მისმა საქმრომ პირველ შვილს რეპერ, RZA-ის, Wu-Tang Clan-ის საპატივსაცემად დაარქვეს სახელი. ბიჭუნას RZA Athelston Mayers – ათელსტან მაიერსი ჰქვია.
ცნობილი ხდება რიანას შვილის სახელი
„ბოშათა ბანაკი თავშესაფრიდან“ – ინტერნეტსივრცეში რიანას და მისის საქმროს ჩაცმულობას განიხილავენ