მამუკა ღლონტი მიიჩნევს, რომ გზებზე უსაფრთხოების დაცვა „ინსპექტორებივით ბუჩქებში დამალულ“ პატრულს უნდა მოვთხოვოთ და არა მძღოლებს, ამის შესახებ ღლონტი „ფეისბუქზე“ წერს.
„ნუ მოვთხოვთ მძღოლებს მოძრაობის წესების დაცვას (აზრი არ აქვს) მოვთხოვოთ პატრულს (რომელსაც გზებზე ვეღარ შეხვდებით და ინსპექტორებივით არიან ბუჩქებში დამალული) გზებზე ჩვენი უსაფრთხოების დაცვა. მოვთხოვოთ კანონმდებლებს (რომლებმაც ოღონდ არჩევნებში გაიმარჯვონ და სულ გააუქმებენ ჯარიმებს) გაამკაცრონ კანონი. დროა ვისწავლოთ, ვის რა მოეთხოვება,“ – წერს ღლონტი.