LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პაციენტმა კლინიკაში 10 წუთი დაჰყო.. ვერ იქნა დაწყებული ადეკვატური მკურნალობა.. ექიმის არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, თანმხლებმა პირებმა ბავშვი თვითნებურად გაიყვანეს მიმღებიდან“ – რა განცხადებას ავრცელებს „გორმედი“

559
Untitled design (1)

17 მაისს, გორში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმესთან დაკავშირებით კლინიკა „გორმედი“ განცხადებას ავრცელებს.

„ცენტრმა მოკვლევა ჩაატარა და გამოიკვეთა, რომ 4 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილას გართულება გახდა“ – გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „პაციენტმა კლინიკაში სულ 10 წუთი დაჰყო, შესაბამისად, ვერ იქნა დაწყებული ადეკვატური მკურნალობა“.

„მოგესალმებით, გუშინდელ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით, გვინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვათ და მივუსამძიმროთ პატარა თომას ოჯახს.

აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ 4 წლის ბავშვი თვითდინებით, მშობლების მიერ, შემოყვანილ იქნა კლინიკის პედიატრიულ მიმღებში თარიღი: 17.05.23, 03:50 საათზე.

არსებული სამედიცინო დოკუმენტების, ჩანაწერებისა და მორიგე მედპერსონალის (ექიმი, მედდა) განმარტებით, ბავშვს აღენიშნებოდა გამონაყარი.

დედის გადმოცემით, ბინაზე მკურნალობდა ჩუტყვავილას დიაგნოზით ოჯახის ექიმის რეკომენდაციით.

პაციენტმა სულ კლინიკაში დაჰყო 10 წუთი, შესაბამისად, ვერ ჩატარდა კვლევები, ვერ იქნა დაწყებული ადეკვატური მკურნალობა, რადგან თანმხლებმა პირებმა ბავშვი თვითნებურად გაიყვანეს მიმღებიდან, მიუხედავად ექიმის არაერთგზის თხოვნისა და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი საკუთარი ავტომობილით წაიყვანეს თბილისში (რასაც ადასტურებენ ტელევიზიებში ოჯახის წევრებიც).

შემთხვევის სრულყოფილ შესწავლას ახორციელებს კლინიკის სამედიცინო დახმარების ხარისხის მუდმივმოქმედი კომისია“, – აღნიშნულია კლინიკა „გორმედის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, მცირეწლოვნის ოჯახი და ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ პედიატრის არაკვალიფიციურობამ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, რაც, შემდგომ, ლეტალური შედეგით დასრულდა.

ოჯახის წევრების განცხადებით, მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბავშვს ადგილობრივმა ექიმებმა სათანადო სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს.

როგორც „ფორტუნას“ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში განუცხადეს, გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმის შესწავლა სააგენტომ უკვე დაიწყო.

„ექიმს ვეუბნები, ჩქარა, ცუდადაა, გადასხმა ან რამე გაუკეთეთ-თქო და მოიცადე, ჯერ ისტორია უნდა შევავსოთო.. დედას ჩააკვდა ხელებში“ – გორში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ბებია 

 

მოგესალმებით, გუშინდელ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით, გვინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვათ და მისუვამძიმროთ პატარა თომას…

Posted by გორმედი • Gormedi on ხუთშაბათი, 18 მაისი, 2023

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g