ე.წ. „დედლაინი“ მოტივაციის და ამავდროულად დიდი სტრესის მიზეზია. მიზნების შესრულება პრიორიტეტების რეორგანიზებით, სწორ ფაქტორებზე ფოკუსირებით და ხელის შემშლელი ბარიერების გადალახვითაა შესაძლებელი. იმისათვის, რომ აუცილებელი გეგმები დროულად შეასრულოთ, ეს რჩევები გამოგადგებათ.
შეამცირე ხელის შემშლელი ფაქტორები
სოციალურ მედიას, რომელიც თქვენს საქმეს არ უკავშირდება, გონების გაფანტვა შეუძლია. სიახლეების დასქროლვას თითქოს მხოლოდ რამდენიმე წამი მიაქვს, მაგრამ სინამდვილეში შეუძლია რომ დიდ ხანს მოგაცდინოთ.
თავი შორს დაიჭირეთ იმ ადამიანებისგან, ვინც გაცდენთ
თქვენი პასუხისმგებლობების დაბალანსება, კოლეგებთან ურთიერთობასთან და სხვა სამუშაო ამოცანებთან ერთად ნამდვილი ხელოვნებაა. როდესაც იცით, რომ საქმე არ იცდის, არ მოგერიდოთ ხალხისთვის იმის თქმა, რომ არ შეგაწუხონ.
დაასვენე თავი
შესაძლოა ალოგიკურად ჟღერდეს შესვენება მაშინ, როცა საქმე არ იცდის. თუმცა, ყოველთვის უკეთესია 60-90 წუთიანი მუშაობის შემდეგ 15 წუთი შეისვენოთ. დასვენება უფრო პროდუქტიულს გაგხდით, დაღლილობასაც ნაკლებად იგრძნობთ. აუცილებლად დაინიშნეთ დრო და წინასწარ შედგენილ დასვენების გეგმას მიჰყევით.
დაყავი ნაწილებად
ყველაზე დიდი პროექტიც კი შეიძლება უფრო პატარა, მარტივად სამართავ კომპონენტებად დაიყოს. შეადგინეთ დავალებების სია, რომელიც თქვენს სამუშაოს ნაწილებად დაშლის. მოკლე დროში მცირე ნაწილებზე ფოკუსირებით საქმეს ბევრად ეფექტურად შეასრულებთ. თუკი პროექტის რომელიმე ნაწილის შესრულება გაგიჭირდათ, დაასრულეთ სხვები და რთულს მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდით.
ჯანმრთელი სხეული, პროდუქტიული დღე
საქმის ეფექტურად შესრულება მაშინაა შესაძლებელი, როცა თავს საუკეთესოდ გრძნობთ. დაისვენეთ საკმარისი რაოდენობით, დაუთმეთ დრო ვარჯიშს და იკვებეთ ჯანსაღად. როდესაც ფიზიკურად არაფერი გაწუხებთ, მნიშვნელოვან სამუშაოსთან დაკავშირებულ მიზნებზე უკეთ შეძლებთ ფოკუსირებას.