LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში ასაკოვანი ადამიანები კინოში სიარულს მხოლოდ 2 ევროდ შეძლებენ

121
3465

ესპანელები, რომელთა ასაკიც 65 წელი ან უფრო მეტია, კინოში სიარულს 2 ევროდ შეძლებენ. ამ გზით ესპანეთი ასაკოვან ადამიანებში მარტოობის პრობლემას შეებრძოლება, წერს The Mayor.

შეთავაზება ყოველი კვირის სამშაბათს იმოქმედებს.

წინასწარი ვარაუდით, იაფფასიანი ბილეთები 9,5 მილიონ ასაკოვან ესპანელს მიზეზს მისცემს რომ სახლიდან გავიდეს, თუნდაც კვირაში ერთხელ მაინც.

პანდემიის გამო ევროპაში ორჯერ გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თავს მარტოსულად გრძნობს. ევროკავშირიც აქტიურად მუშაობს, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს და ევროპულ ქვეყნებში უკვე გაჩნდა სხვადასხვა პროექტები, რომელთა მიზანიც ასაკოვანი ადამიანების ცხოვრების გახალისებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები