LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალბათ, წლის განმავლობაში ჩუტყვავილას 10 ათასამდე შემთხვევა გვექნება“ – ჩხაიძე განმარტავს, რატომ არ ტარდება ქვეყანაში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია

192
Untitled design

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში იანვარ-აპრილის პერიოდში ჩუტყვავილას ვირუსის 3 118 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

გორში, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად, 4 წლის ბავშვი დაიღუპა – რას ჰყვება ოჯახის ახლობელი 

ივანე ჩხაიძემ ვირუსის გავრცელების რისკებსა და ჩუტყვავილას მახასიათებლებზე დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა და ასევე განმარტა, რატომ არ ტარდება ქვეყანაში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა.

„გორში ტრაგიკული ამბავი მოხდა.. რატომ არ არის ჩუტყვავილას აცრა ქვეყანაში ხელმისაწვდომი?“ – ქეთევან თურაზაშვილი ჯანდაცვის მინისტრს 

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ქვეყანაში ჩუტყვავილას შემთხვევების მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2018 წელს გვქონდა – დაფიქსირდა 10 196 შემთხვევა მაშინ, როდესაც სტანდარტულად, 3-4 ათასი შემთხვევა ფიქსირდებოდა.

2018 წელს შემთხვევების სერიოზული მატება იყო. წინა წელს ქვეყანაში სულ 2 600 შემთხვევა იყო, მაგრამ წელს ასევე აფეთქება გვაქვს.

ბოლო 4 თვეში – იანვრიდან აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში 3 118 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა.

შესაბამისად, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ამ მხრივ 2023 წელიც გამორჩეული იქნება და ალბათ, წლის განმავლობაში ათი ათასამდე შემთხვევა გვექნება.

2018 წლის შემდეგ, წელს არის ისე პერიოდი, როდესაც შემთხვევების მკვეთრი მატება გვაქვს. 2-3-ჯერ მეტი, ვიდრე სხვა წლებში აღინიშნება.

ჩუტყვავილას დროს, გარდაცვალების შემთხვევები არის 100 000 ინფიცირებულზე 1, მაშინ, როდესაც წითელას შემთხვევაში ეს ციფრი არის 3 000 ინფიცირებულზე 1.

ჩუტყვავილას გართულებებიდან ყველაზე მთავარი მეორადი ბაქტერიული ინფექციაა. შეიძლება გამონაყარი დაინფიცირდეს და განვითარდეს ბაქტერიული სუპერინფექცია, რამაც შეიძლება მძიმე მდგომარეობა გამოიწვიოს. შეიძლება იყოს ფილტვების ანთება, სისტემური ანთებითი პასუხი და ა.შ, მაგრამ სხვა დაავადებისგან განსხვავებით, ეს ძალიან იშვიათია.

ჩუტყვავილას ვაქცინაცია ტარდება მხოლოდ კერძო ვაქცინაციის კაბინეტებში, რომელსაც ინდივიდუალურად შემოაქვს ეს ვაქცინები. ეს ვაქცინა სახელმწიფოს არ შემოაქვს, შემოაქვთ მხოლოდ კერძო ვაქცინაციის კაბინეტებს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ამასთან, ჩხაიძემ წითელას ვაქცინაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

„მეორე ვაქცინით მოცვასთან დაკავშირებით ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს – 78%-ია მეორე ვაქცინაციის მაჩვენებელი, ეს არის ქვეყანაში ათი ათასი აუცრელი ბავშვი, 5 წლის ასაკის მოსახლეობაში 10 ათასი აუცრელი ბავშვია.

ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ამ ბავშვების მშობლებმა სწრაფად არ გაიაზრეს, თუ რა რისკი შეიძლება მოჰყვეს ამას, 10 ათასი არავაქცინირებული ბავშვი დაგვიბრუნდება მძიმე გართულებად, ენცეფალიტად, ფილტვების ანთებად. სერიოზული შემთხვევების რისკი ძალიან მაღალია“, – თქვა ივანე ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, 17 მაისს გორში, 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

„ცენტრმა მოკვლევა ჩაატარა და გამოიკვეთა, რომ 4 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილას გართულება გახდა“ – გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი 

„ექიმს ვეუბნები, ჩქარა, ცუდადაა, გადასხმა ან რამე გაუკეთეთ-თქო და მოიცადე, ჯერ ისტორია უნდა შევავსოთო.. დედას ჩააკვდა ხელებში“ – გორში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ბებია

„პაციენტმა კლინიკაში 10 წუთი დაჰყო.. ვერ იქნა დაწყებული ადეკვატური მკურნალობა.. ექიმის არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, თანმხლებმა პირებმა ბავშვი თვითნებურად გაიყვანეს მიმღებიდან“ – რა განცხადებას ავრცელებს „გორმედი“ 

4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე, კლინიკა „გორმედი“ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g