LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari Enzo-ს შემქმნელებმა ახალი სპიდსტერი წარმოადგინეს

72

იაპონელმა ინდუსტრიალური დიზაინის მიმდევარმა კენ ოკუიამამ, რომელმაც სუპერქარი – Ferrari Enzo შექმნა, ახალი სპიდსტერი წარმოადგინა. სპიდსტერის სხეული დამზადებულია სპეციალურად შემუშავებული ნახშირბადის ტექნოლოგიით. მოდელის სახელია – Kode57 Enji, ხოლო მისი პრემიერა ამერიკული Quail Motorsports Gathering-ის გახსნაზე შედგება. ახალი ავტომობილის მასა, კონცეპტუალური როდსტერის კვალობაზე სულ რაღაც 1633 კილოგრამია. ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნი დეტალი, მოდელის კარია, რომელიც არასტანდარტული კონსტრუქციისგანაა დამზადებული და უცნაურად იღება.

Kode57 Enji ექვსლიტრიანი აგრეგატით V12-ითაა აღჭურვილი. ანალოგიური აგრეგატით Ferrari 599 GTB Fiorano იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ძრავი არ არის ზუსტად იგივე რაც Ferrari-ს მოდელს გააჩნდა. კომპანიამ მისი მოდიფიკაციის შემდეგ, გაცილებით მეტი სიმძლავრის უფრო წარმადი აგრეგატი მიიღო. ძრავის სიმძლავრე კი შეადგენს 702 ცხენის ძალას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები