LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოსახლეობისთვის ისეთი აპოკალიფსური სურათი არ არის, როგორსაც თქვენ ხატავთ, თითქოს გვარამიასთან მიმართებაში რაღაც საოცრება ხდება“ – ღუდუშაური ჟურნალისტებს

122
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

„მუქარანარევი ინტონაციით და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მიმართავდნენ პრეზიდენტს, რომ შეიწყალოს გვარამია, რომელიც მას არ ცნობდა, არ აღიარებდა და არ ვიცი, დღეს თუ ცნობენ და ფერისცვალება აქვთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

დასმულ კითხვაზე, უკავშირდება თუ არა გვარამიას საკითხს, პრეზიდენტთან კონფრონტაციის დასრულება, ღუდუშაურმა აღნიშნა:

„რა შუაშია გვარამია? – ქვეყნის მოსახლეობისთვის ისეთი აპოკალიფსური სურათი არ არის, რასაც თითქოს ხატავთ, რომ გვარამიასთან მიმართებაში რაღაც საოცრება ხდება.

სამწუხარო რეალობაა, რომ ცალკეული პირები პრეზიდენტისგან გვარამიას შეწყალებას ითხოვენ დაჟინებით. ეს თხოვნა არაა და პირდაპირი მოთხოვნაა. ყურს მოხვდა ის განცხადებები, სადაც პლაკატებით იყვნენ მისული.

პრეზიდენტისგან გვარამიას შეწყალებას არათუ ითხოვდნენ, არამედ მუქარანარევი ინტონაციით და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მიმართავდნენ პრეზიდენტს, რომ შეიწყალოს.

„სანამ პრეზიდენტი არ იყენებს შეწყალების ინსტრუმენტს, ის თამაშობს რუსული პარტიის, რუსული ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის თამაშს” – ხაბეიშვილი

ვინ არის გვარამია? – ეს არის ერთ-ერთი მათგანი, ვისაც პრეზიდენტის მიმართ წარმოუდგენელი შეურაცხმყოფელი და უხამსი შეფასებები ჰქონდა, მათ შორის ამ ადამიანს ეთერში ისეთი სიტყვებით მოიხსენიებდა, არ აღიარებდა და არ ცნობდა და არ ვიცი, დღეს თუ ცნობენ და ფერიცვალება აქვთ“. – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

„ქართული ოცნება“ მზადაა, პრეზიდენტს, ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალური დახმარება გაუწიოს“ – მმართველი პარტიის განცხადება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები