LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანამ პრეზიდენტი არ იყენებს შეწყალების ინსტრუმენტს, ის თამაშობს რუსული პარტიის, რუსული ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის თამაშს” – ხაბეიშვილი

585
ხაბეიშვილი ელჩთან

სანამ პრეზიდენტი არ იყენებს შეწყალების ინსტრუმენტს, ის თამაშობს რუსული პარტიის, რუსული ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის თამაშს, – აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„ნიკა გვარამიას პატიმრობა ცინიზმის მწვერვალია, როცა ბიძინა გვეუბნება, რომ ავტომობილის თხოვების გამო სამი წელი უნდა ჩავსვა ეს ადამიანი ციხეში. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილს აქვს ეს ინსტრუმენტი, რომ მთავარი ოპოზიციური არხის გენერალური დირექტორი გაათავისუფლოს, მას აქვს ინსტრუმენტი, რომ გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი. შეუძლია შეწყალების ინსტრუმენტი გამოიყენოს და ამის შემდეგ გამოვიდეს და საქართველოს სახელით ისაუბროს, მანამდე გულწრფელად მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ არ გვჯერა მისი ამ გამოსვლების.

ერთია რას საუბრობს და მეორე რას მოქმედებს. როცა მოქმედება და საუბარი ერთმანეთს არ ემთხვევა, ვარაუდები გვიჩნდება, რომ ან არის მართული და არ არის დამოუკიდებელი, ან უბრალოდ რაღაცის გაკეთილშობილებას ცდილობს სალომე ზურაბიშვილის ხელით ბიძინა ივანიშვილი. გვაქვს ეს ლეგიტიმური შეკითხვები და თუ ეს ასე არ არის და შეწყალების ინსტრუმენტს გამოიყენებს, მე ბოდიშს მოვიხდი.

ვიტყვი, რომ ვცდებოდი სალომეს შეფასებაში და ის ნამდვილად დამოუკიდებელი ფიგურა ყოფილა, თუმცა ამ დრომდე, სანამ ის არ იყენებს ამ ინსტრუმენტს, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ის აბსოლუტურად თამაშობს რუსული პარტიის თამაშს, რუსული ხელისუფლების თამაშს და ბიძინა ივანიშვილის თამაშს. ეს შესაძლებლობა, რომ საზოგადოებამ სხვანაირად აღიქვას, სხვანაირად დაინახოს და მისი პრეზიდენტის მანდატი გამოიყენოს, სჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g