LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი სანაქებო პოლიცია გადააქციეს „მილიციად“ – ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, შოთა თუთბერიძე თავისუფალია

159
ხაბეიშვილი

ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელიც რამდენიმე საათის წინ პარლამენტთან აქციაზე დააკავეს, თავისუფალია.

ინფორმაციას და შესაბამის ვიდეომასალას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს.

„ჩვენი სანაქებო პოლიცია გადააქციეს „მილიციად“ – როგორც პუტინის მოსკოვში ხდება, რომ თუ აპროტესტებ პუტინის რეჟიმს, ეცემიან და მიათრევენ ადამიანებს, ზუსტად ასე მოიქცნენ დღეს თბილისის ცენტრში – დააკავეს შოთა თუთბერიძე, რომელიც უბრალოდ იჯდა და ხელში ეჭირა ბანერი“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„წარმოუდგენელი რამ ხდება ქვეყანაში, ადამიანები აპროტესტებენ რუსულ რეჟიმს. ჩვენი სანაქებო, პატივსაცემი პოლიცია გადააქციეს „მილიცად“ – როგორც პუტინის მოსკოვში ხდება, რომ თუ აპროტესტებ პუტინს ან ხელისუფლებას, ეცემიან და მიათრევენ ადამიანებს, ზუსტად ისე აკეთებენ აქაც, დედაქალაქის ცენტრში, საქართველოში.

თუ რამეს გააპროტესტებთ – ირაკლი ღარიბაშვილის გარუსებას, მოღალატეობრივ რეჟიმს, აუცილებლად დაგაკავებენ და გაუკეთეს იგივე შოთა თუთბერიძეს. შოთასთან ერთად სხვა ადამიანებიც დააკავეს, ისინი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. მართლა რა სიგიჟეა, მთელმა საქართველომ ნახა პირდაპირ ეთერში, როგორ დააკავეს შოთა თუთბერიძე ადვოკატი, რომელიც იცავს ადამიანებს. იჯდა უბრალოდ, ბანერი ედო ფეხებთან, ეცნენ პოლიციელები და ეს პოლიციელები სხვათა შორის რიგითი პოლიციელები კი არ იყვნენ, საპატრულოს უფროსია ბატონი ჯოხაძე, რომელმაც ეს დავალება მიიღო და შეასრულა. დავალებას ვისგან იღებს? რუსი გომელაურისგან, რომელიც რუსეთის უშიშროების გენერლებს დაატარებს და კეთილსინდისიერ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ იმას, რომ არ უნდათ რუსეთში ცხოვრება, უნდათ ევროპული ღირებულება, დემოკრატია , აკავებენ.

პარლამენტის შენობასთან ლაზარე გრიგორიადისის მამის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს – აქტივისტების ინფორმაციით, აქციაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე დააკავეს

საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს ეხება ყველას, ყველას სახლთან მოვა ეს უსამართლობა და მოსულია უკვე, ზოგან გაჭირვების გამო და ემიგრაციაში გაქცევით, ზოგან სამართალს რომ ვერ პოულობენ, უკიდურესად სოციალური მძიმე მდგომარეობაა საზოგადოებაში და ეს უსამართლობა არ დამთავრდება მანამ, სანამ სრულიად საზოგადოება არ გაერთიანდება კრიმინალური რეჟიმის – ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დღეს სამი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ყველა პირი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად არის დაკავებული.

შეგახსენებთ, პარლამენტთან უკვე რამდენიმე დღეა აქტივისტები მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას მართავენ. გუშინ პოლიციამ გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი მაშინ დააკავა, როდესაც ის კარვის გაშლას ცდილობდა. სასამართლომ მას 2 ათას ლარიანი გირაო დააკისრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g