ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში საკმარისი ფსიქიატრიული კლინიკების არარსებობაზე წერს და აღნიშნავს, რომ დღეს ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა.
„ასეთ პრობლემებზე არასოდეს არავინ ლაპარაკობს! და გეტყვით რა საშინელება ხდება!
იცით? რომ ქვეყანაში ყველა ფსიქიატრიული ბოლომდე სავსეა და რეგიონშიც ვერ იპოვით ადგილს, თბილისზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი?
ფსიქიკურად დაავადებული ადამიანებისთვის არის სრულიად უიმედო მდგომარეობა!
თითქმის ყველა ოჯახი, რომელსაც ასეთი პრობლემა აქვს, იძულებულია სახლში ჰყავდეთ ავადმყოფი. ძირითად შემთხვევაში მწვავე გართულებებით.
არ გჯერათ? სცადეთ და მიიყვანეთ ქუჩიდან ნებისმიერი ავადმყოფი და ნახავთ. ვისაც პატრონი არ ჰყავთ, ასე,
პირდაპირ ქუჩაში დადიან და სძინავთ. ვისაც ჰყავს კიდევ, ძალიან თუ გაუმართლა, შეიძლება ხონში ან სენაკში მოხვდეს.
იქაც, განა გამოჯანმრთელებამდე, ან ოდნავ გამოკეთებამდე იტოვებენ. მაქსიმუმ ორი თვე გააჩერონ და მერე უშვებენ.
თითქმის ყველა ოჯახი მალავს ამ პრობლემას, მაგრამ იცით რა დღეშია ხალხი? მითუმეტეს თუ ოჯახში უფრო მეტი სულით ავადმყოფია, ვიდრე ჯანმრთელი.
მშობლები შვილებზე ეხვეწებიან ხოლმე პატრულს და სასწრაფოს – წაიყვანეთო, მაგრამ სად არის ადგილი.
ბიჭო როგორ არავის ეცოდება ამდენი გონებაარეული ადამიანი, რომ რამე ზომები მიიღოს. სულელურ სტატისტიკებს არ მივიღებ ! ჩემი თვალით მაქვს ნანახი თითქმის ყველა და ყველაფერი.
ესენიც ადამიანები არიან გესმით? სიცოცხლის უფლება აქვთ და ბევრზე მეტი სითბო და სიყვარული შეუძლიათ. ბევრზე მეტი ჭკუა და განათლებაც აქვთ ხშირად.
არ ჩანან? მარტო თბილისში სამასზე მეტს ხვალვე შევაგროვებ თუგინდათ. რომლებიც ზოგი ქუჩაში იტანჯება და ზოგი ოჯახის წევრებთან ერთად, რომლებსაც ჯოჯოხეთად აქვთ ცხოვრება გადაქცეული!
ისეთ რაღაცებში იხარჯება მილიონები, ამ ფონზე მართლა გული აგერევა ადამიანს.
რომ ქვეყანაში არ გვაქვს საკმარისი ფსიქიატრიული კლინიკა და არ გვაქვს არცერთი ავადმყოფი მოხუცების უფასო თავშესაფარი.
გარშემო ასეთი არავინ გყავთ?
არ გეცოდებათ? სულ ასე იყოს?
რა ქნას ამ ხალხმა?
გადავმალოთ ყველა?”, – წერს აკა სინჯიკაშვილი.
