მშობელთა ჩართულობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა სასკოლო ცხოვრებაში – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ნანა ალექსიძემ ისაუბრა.
რას ნიშნავს მშობელთა ჩართულობა?
ტერმინი „მშობელთა ჩართულობა“ აღნიშნავს ერთობლივ და უწყვეტ პასუხისმგებლობას მოსწავლეთა მიღწევებისა და სწავლის გაუმჯობესებაზე, როგორც შინ, ასევე სკოლაში. ის აერთიანებს მშობლებსა და მასწავლებლებს.როგორიც არ უნდა იყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს.
მშობლებთან თანამშრომლობა ორმხრივი პროცესია და მოიაზრებს მშობლობის მხარდაჭერას. ორმხრივი პროცესი გულისხმობს რომ ყველა მხარე – ბავშვები, ოჯახები, პროფესიონალები და ადგილობრივი თემი – განათლების და სოციალიზაციის თანამონაწილე და მიმღებია.
რაზე აისახება მშობელთა ჩართულობა?
მშობელთა აქტიური ჩართულობა დადებითად აისახება სასკოლო საზოგადოებაზე, მასწავლებლებზე, მშობლებზე და მოსწავლეებზე. როდესაც მშობლები ჩართული არიან სკოლის ცხოვრებაში, მოსწავლეები უფრო დადებითად არიან სკოლის მიმართ განწყობილი და საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენაც მეტი აქვთ. მშობელთა ჩართულობა ზრდის კომუნიკაციის ხარისხს მშობლებსა და მასწავლებლებს შორის, რაც ეხმარება პედაგოგს, სისტემატურად იღებდეს ამომწურავ ინფორმაციას ბავშვის შესახებ.
მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე სასწავლო პროცესის მორგება კი მასწავლებელს სასურველ შედეგს მისცემს. მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება ზოგადად სკოლაზეც: სკოლას მეტი მხარდაჭერა აქვს მშობლებისგან; იზრდება სკოლის იმიჯი საზოგადოებაში; სასკოლო პროგრამები, რომლებშიც მონაწილეობენ მშობლები, უფრო წარმატებულია, ვიდრე ის პროგრამები, რომლებშიც მშობლები არ მონაწილეობენ; სკოლებში, სადაც მოსწავლეთა მოსწრება ძალიან დაბალია, მშობლების ჩართულობის გაზრდის შემდეგ ეს მაჩვენებელი აშკარად უმჯობესდება.
ოჯახის ჩართულობას პოზიტიური ზეგავლენა აქვს ყველა მონაწილე მხარეზე – ბავშვებზე, მშობლებზე, მასწავლებლებზე. ოჯახის ჩართულობა არ მოიაზრებს მათ მონაწილეობას მხოლოდ განსაკუთრებულ ღონისძიებებში და მშობელთა კრებებში- ჩართულობა ნიშნავს კომუნიკაციას მშობლებისთვის ხელმისაწვდომი ფორმებით, მათთან მუდმივ დიალოგს და თითოეული ბავშვის ოჯახისა და კულტურის გათვალისწინებას საგანმანათლებლო გარემოსა და პროცესში.

მშობლის თვითცნობიერების როლი…
როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, რომ შვილების თვალში პიროვნებებად დარჩნენ? როგორ უნდა შეინარჩუნონ ბუნებრიობა? როგორ უნდა შეძლონ მშობლებმა შეინარჩუნონ კომუნიკაცია- თავისუფალი/ლაღი ბავშვი < — > ყურადრებიანი მშობელი
მშობელთა აქტიური ჩართულობა დადებითად აისახება სასკოლო საზოგადოებაზე, მასწავლებლებზე, მშობლებზე და მოსწავლეებზე. ქვემოთ განვიხილავთ თითოეული ჯგუფის სარგებელს.
სარგებელი მოსწავლისთვის…
როდესაც მშობელი ჩართულია ბავშვის განათლების პროცესში, მოსწავლეს უკეთესი მიღწევები აქვს, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ოჯახის სოციალურ-ეკონომიური სტატუსი, ეთნიკური წარმომავლობა თუ მშობელთა განათლების დონე.

სარგებელი მშობლისთვის…
მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებისათვის, ასევე მშობლის უნარ-ჩვევების განვითარებისთვისაც. იცვლება მშობლის სოციალური, ემოციური მხარე და პიროვნული თვისებები.
ბავშვის განათლების პროცესში მონაწილეობის შედეგად მშობელი: