„რას უწუნებენ ჩემ „ხაბეს?!“ რა არ მოსწონთ?! – „ხაბე“ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეა და მასთან თანამშრომლობა მოუწევთ – „ხაბე“ შენკენ ვარ!, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ მხარს უჭერს ისეთი ოპოზიციური გაერთიანების შექმნას, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.
„მისგან გამიჯვნა არ გამოვა! ბადრი ჯაფარიძემ ცალკე რა უნდა ქნას?! რა პოლიტიკური გამოცდილება გააჩნია?! – საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს.
ამიტომ, ჩემ „ხაბესთან“ თანამშრომლობა მოუწევთ, „ხაბესთან“ თანამშრომლობა კი იმას ნიშნავს, რომ ყველანი არიან რადიკალები და ჩვეულებრივი მწვალებლები. ამათი ხელისუფლებაში მოსვლა ღმერთმა არ ქნას – გგონიათ ვინმეს დაინდობენ?! ერთმანეთს არ ინდობენ და უარესს გააკეთებენ!“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ზარქუამ.
მდინარაძე: „სასაცილოა, ივანიშვილის დამარცხებაზე ხაბეიშვილი რომ ლაპარაკობს“