LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ციფრი: რამდენი გამომწერი მიემატა ინტერს მესის გადასვლის გამოცხადებიდან – ლეო უკვე მაიამიში დასეირნობს

129
Capture

ლეო მესის გადასვლის შემდეგ „ინტერ მაიამის“ სოცქსელებს მილიონზე მეტი გამომწერი შეემატა.

არგენტინელის გადასვლის გამოცხადებამდე „ინტერის“ ინსტაგრამზე დაახლოებით მილიონი გამომწერი იყო. ტრანსფერის გამოცხადების შემდეგ რამდენიმე საათში დაახლოებით 1.3 მლნ ადამიანი მიემატა.

მანამდე კი გაცხადდა, რომ პსჟ-ს გამოწერა გააუქმა 1.7 მილიონზე მეტმა ადამიანმა.

ახლა ცოტა მეტი კონკრეტიკა.

საღამოს, როდესაც ინსაიდერებმა გამოაცხადეს, რომ ლეო ბექჰემის კლუბში მიდის, დაახლეობით 1.2 მლნ გამომწერი იყო.


აქედან 3 საათში, ლეოს ინტერვიუმდე, ეს ციფრი 1.9 მილიონამდე გაიზარდა.


კიდევ ნახევარ საათში 300 ათასი მიემატა. მილიონი ახალი გამომწერი 4 საათში.

ეს ზღვარი რომ არ არის, ადვილი მისახვედრია.

ამასობაში კი მესი უკვე აშშ-შია. ქსელებში გავრცელდა კადრები, თუ როგორ უზის საჭეს არგენტინელი, მიდის მაიამის ქუჩებში და წრუპავს გამაგრილებელ სასმელს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები