LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე თსუ-ში მომხდარ ინციდენტზე: მოსული იყვნენ „ფორმულასთან“ აფილირებული ახალგაზრდები, საჭიროა, ისინი სწორ რელსებზე მოექცნენ, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგონები – დაქორწინდნენ

261
fot

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც სტუდენტებმა კობახიძეს კიბეზე ჩასვლისას რუსული ვალუტა ესროლეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ მოწყობილი პროვოკაციაა.

კობახიძის თქმით, ამ ახალგაზრდების პოლიტიკური ორიენტაცია არეულია და საჭიროა, მათი ორიენტაცია სწორ რელსებზე დადგეს.

„ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ ახალგაზრდების გადარჩენა. მგონია, მათი გადარჩენა შესაძლებელია. დარწმუნებული ვარ, მათი ორიენტაციის სწორ რელსებზე მოქცევა შესაძლებელია. ეს ახალგაზრდები რამდენიმე დღის წინ პარლამენტის წინ იდგნენ და პრემიერის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ, არაფერ შუაში არ არის მათი სტუდენტობა ამ შემთხვევაში. მათი ორიენტაცია ყველანაირად არის არეული. მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე. საჭიროა, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები – დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ. ამ ახალგაზრდებს აქვთ ყველანაირი ორიენტაცია არეული, მათ შორის, პოლიტიკურიც, როცა თან ხარ „ნაცი“, „გირჩელი“ და ა.შ. ეს ნიშნავს პოლიტიკური ორიენტაციის არევას, მაგრამ ჩვენი მიზანია, ეს ახალგაზრდები სწორ გზას დაადგნენ, ჩადგნენ საკუთარი ქვეყნის სამსახურში და არა იმ პოლიტიკური ძალების სამსახურში, რომლებიც არიან უცხოელი აგენტები. მათი ყველანაირი ორიენტაცია, დაწყებული პოლიტიკურიდან, უნდა გამოსწორდეს, ეს არის ჩვენი ამოცანა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის ამ ახალგაზრდების გადასარჩენად“, – განაცხადა კობახიძემ.

„ვთქვით, რომ ივნისის ბოლომდე შევასრულებდით 12 პუნქტს იმისთვის, რომ დეკემბერში საბაბიც არ დავტოვოთ კანდიდატის სტატუსის არ მოსაცემად“ – ირაკლი კობახიძე

„პრემიერს ვერავინ ვერსად ვერ დაიბარებს და ვერავითარ წამმზომს ვერ ჩაურთავს“ – ირაკლი კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g