LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„6 ადამიანი გადაარჩინა, თავად კი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა“ – მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისის ტრაგედიის გმირის, ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

254
Untitled design

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა მემორიალთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს 8 წლის წინ გმირულად გარდაცვლილი თანამებრძოლი, ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სამაშველო ოპერაციის დროს 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

13 ივნისის 4 გმირი, რომლებმაც ათეულობით ადამიანი გადაარჩინეს 

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 13 ივნისის ტრაგედიის დროს მთავარი მორეაგირე უწყება იყო, რომლის თანამშრომლები სტიქიის ეპიცენტრში მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ.

მეხანძრე-მაშველები პირველადი რეაგირების გარდა, რამდენიმე კვირის განმავლობაში, სტიქიის სალიკვიდაციო, საძიებო და აღდგენით სამუშაოებში იყვნენ ჩართულები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის…

Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on ორშაბათი, 12 ივნისი, 2023

 

ცნობისათვის, 2015 წლის 13 ივნისს, თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი. სტიქიის შედეგად თბილისსა და მის შემოგარენში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. ათეულობით ოჯახი უსახლკაროდ რამდენიმე დარჩა.

 

 

magti 5g