LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა მაინც ხომ მიხვდით, ვინც აქამდე ვერ მიმხვდარხართ, მისაღები გამოცდები ვის გამოვგლიჯეთ?“ – განათლების ყოფილი მინისტრი

224
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

განათლების ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ლომაია მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახლად არჩეულ პრეზიდენტ როინ მეტრეველთან დაკავშირებით, „მთავარი არხის“ ჟურნალისტის ბექა ყორშიას სიუჟეტს ეხმაურება სოციალურ ქსელში.

„სახალხო დამცველი რომ ვარ არ ნიშნავს, ვიღაცამ აზრის გამოხატვის უფლება შემიზღუდა – არ მომწონს როდესაც ადამიანს ატყუებენ, ამცირებენ“ – ლევან იოსელიანი 

„როინ მეტრეველს ხომ უსმინეთ? 5 წუთის განმავლობაში ჯერ მე-XVIII საუკუნეში გარდაცვლილი ინგლისელ-ირლანდიელი

ფილოსოფოსი რომ მიიღო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, და მერე, იქვე, ამოუსუნთქავად, თათარიახლად – ღარიბაშვილი.

როინ მეტრეველი: „ნუ მიაქცევთ ყურადღებას.. არ მინერვიულია, გამობრძმედილი კაცი ვარ“

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, როინ მეტრეველი „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს სისულელეს და აბსურდს უწოდებს.

ახლა მაინც ხომ მიხვდით, ვინც აქამდე ვერ მიმხვდარხართ, მისაღები გამოცდები ვის გამოვგლიჯეთ?“, – წერს ალექსანდრე ლომაია.

„მუქარებით ვერ შემაშინებთ.. ერთი რამით სულ ამაყობს დედაჩემი და სიკვდილის ბოლო წუთამდე ამაყობდა მამაჩემი, რომ თქვენნაირების არასდროს წამითაც არ შემშინებია“ – ბექა ყორშია

ცნობისათვის, სიუჟეტის ავტორი, სატელეფონო საუბარში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, როინ მეტრეველს გაეცნო რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის მრჩევე­ლი, ვინ­მე აკა მა­მა­ცაშ­ვი­ლი.

„83 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი, არ არის ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება გააკეთო, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია“ – სახალხო დამცველი

სიუჟეტში ბექა ყორშია მას სთხოვს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აკადემიკოსის სტატუსი მიანიჭონ, რა­ზედაც როინ მეტრეველს უარი არ უთ­ქვამს.

„ჩათვალეთ, რომ ეს მოხერხდება ბატონი ირაკლისთვის და მინდა, რომ საერთოდ იცოდეთ თქვენ, რომ აკადემია მას მხარს სრულფასოვნად უჭერს, ყველაფერზე მზად ვართ. მაგრამ მაგისი არგახმაურება ცოტა ძნელია..

ერთი რამე იცოდეთ, რომ ბატონი ირაკლის მხარდაჭერა იქნება 100%-იანი. ერთი იცით რისი მეშინია, რომ დათვური სამსახური არ გავუწიო, თორემ მე პრობლემა არ მაქვს, ჩათვალეთ, აკადემია არის თქვენთან“.

ამაბე თემაზე:

შალვა ნათელაშვილი: „პირდაპირ გეტყვით, არ მომეწონა.. სასიკვდილოდ გაწირეს კაცი, ამ ასაკში სულ პატარა სტრესია საჭირო მძიმე შედეგისათვის“

ნაც-ლიბერალურმა პროპაგანდამ, სირცხვილის, რიდის, კრძალვის გაქრობამ, შვა ადამიანი, რომელმაც 83 წლის როინ მეტრეველს მოუწყო ეს ამაზრზენი, უნიჭო პროვოკაცია – ვატო შაქარიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g