LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მახარას ჩვეულებრივზე დიდი ღვიძლი აღმოაჩნდა, სრულად მისი ღვიძლით ვარ.. ქირურგმა მითხრა, თქვენს ოპერაციაზე ღმერთო იყო ჩვენთანო“ – დათო ევგენიძის პირველი ინტერვიუ ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ

2159
Untitled design (1)

ჟურნალი „სარკე“ მუსიკოს დათო ევგენიძის ინტერვიუს გვთავაზობს, რომელიც ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ პირველად საუბრობს მედიასთან. დათო ევგენიძე აცხადებს, რომ გიორგი მახარაშვილს, რომელმაც მას ღვიძლი გადაუნერგა, ჩვეულებრივზე დიდი ღვიძლი აღმოაჩნდა და მისი ღვიძლის 30 %-ით, დათოს ღვიძლის 50%-ის შევსება მოხერხდა.

დათო ევგენიძემ გიორგი მახარაშვილს ლექსი მიუძღვნა: „შენი ღვიძლი ძმა გამოჯანმრთელდა.. მახარ-მახარებ“

„იცით რა არის უცნაური? რომ გაგვჭრეს და ნახეს, როგორი რთული მდგომარეობა მქონდა… მახარას კი აღმოაჩნდა ჩვეულებრივზე დიდი ღვიძლი. მისი ღვიძლის 30% ჩემი ღვიძლის 50% გამოვიდა. ჩემი ღვიძლის სადინრები დარჩა მხოლოდ და მახარას ღვიძლით ვარ ახლა სრულად“, – ამბობს დათო ევგენიძე.

„25-ში ერ­თნი გავ­ხდე­ბით”…„ჩემმა ღვიძლმა ძმამ მახარამ, ახალი ღვიძლი მახარა” – დათო ევგენიძეს გიორგი მახარაშვილი ღვიძლს გადაუნერგავს

„დასრულდა ურთულესი და ძალიან გრძელი ოპერაცია…კარგად არის ყველაფერი” – ლიკა ევგენიძე

„წავედი მე სახლში“ – დათო ევგენიძისთვის ღვიძლის გადანერგვის შემდეგ, გიორგი მახარაშვილმა კლინიკა დატოვა

მუსიკოსი მეუღლის ნინო ჟვანიას თანადგომაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ის მისი ანგელოზია. 

„24 საათი ერთად ვართ და ნინო რომ არ მყავდეს არ ვიცი რა იქნებოდა. მისი ინიციატივითაც მოხდა ჩემი გადარჩენა, თორემ ჩემი ხასიათით შეიძლებოდა საერთოდ არც არაფერი გამეკეთებინა. ნინოს ერთი წამითაც არ დავუტოვებივარ“, – ამბობს დათო ევგენიძე.

„ეს ჩემი ნინოა, რომელმაც მაჩუქა ის სიცოცხლე და სიყვარული, რის გამოც დღეს ცოცხალი ვარ.. მე გადავრჩი, იმისთვის რომ შენ მყავდე ბედნიერი“ – დათო ევგენიძე მეუღლეს ემოციურ პოსტს უძღვნის

„ჩემო ლეკა და მახარა, თქვენ დათოს აჩუქეთ სიცოცხლე… სიტყვები არ მყოფნის სიყვარულის და მადლიერების გამოსახატად“ – დათო ევგენიძის ცოლი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g