LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მითხრა, რომ ვარ „ღორი“, „სოფლელი“, ხელი ჩამარტყა“ – რას პასუხობს სტამბა „Rezon”-ის უფროსი თანამშრომელს, რომელიც მას ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაში ადანაშაულებს

877
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (5)

დღეს, 16 ივნისს, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მოქალაქე ნინო ჟორჟოლიანმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც, მისი თქმით, სტამბა „Rezon“-შია გადაღებული. ვიდეოში სტამბის დირექტორი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ამავე სტამბის თანამშრომელს და მას „მათხოვარს“ უწოდებს.

ფეისბუკმომხმარებელი ნინო ჟორჟოლიანი ვიდეოსთან ერთად ტექსტსაც ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ გვანცა ქველაძეს სტამბა „Rezon“-ის დირექტორი, რეზო რაზმაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას ხშირად აყენებდა.

„ყურადღებას ამახვილებდა ბავშვობაში მიღებული დამწვრობაზე. 2 დღის წინ კი მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩაარტყა თავში და ეძახდა შეურაცხმყოფელს სიტყვებს: რას ჰგავხარ, შე მათხოვარო, წაეთრიე სამსახურიდან, სოფლელო გლეხო, ჩამოთრეულო, მახინჯო“, რისი გადაღებაც ჩემმა მეგობარმა მოახერხა“, – წერს ნინო ჟორჟოლიანი.

„ფორტუნა“ გვანცა ქველაძეს დაუკავშირდა. როგორც მან განგვიცხადა, რეზო რაზმაძეს მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა სხვა დროსაც მიუყენებია, თუმცა მისი თქმით, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი 14 ივნისს მოხდა:

„ეს არ ყოფილა შეურაცხყოფის პირველი შემთხვევა, აქამდეც არაერთხელ იყო, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე – სამსახურია, რაღაც-რაღაცები უნდა მოითმინო..

რაც შეხება უშუალოდ ფიზიკურ შეხებას, ეს ორი დღის წინ მოხდა. პირველ რიგში, სიტყვიერი შეურაცხყოფა იმიტომ მომაყენა, რომ დღის ბოლოს ჩემი სამუშაო მაგიდის გარშემო დარჩენილი ნარჩენები არ დავალაგე. საუბარი მაქვს არა პირად ნაგავზე ან საკვებზე, არამედ სამუშაოს შედეგად, წებოვანი ლენტის შედეგად დარჩენილ ქაღალდზე. დილიდან საღამომდე გვიწევს ფიზიკური მუშაობა. არის დღეები, როდესაც საქმეს სამუშაო საათებში ვერ ვასწრებთ და საქმე სახლში მოგვაქვს.

ფიზიკურ ძალადობამდე ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, მითხრა, რომ ვარ „ღორი“, „სოფლელი“, „ჩამოთრეული“, ჩემთვის უფრო მეტად ეს იყო მტკივნეული, რადგან 10 წლის ასაკში დამწვრობა მაქვს მიღებული და გარკვეული ნიშნები აღმენიშნება სხეულზე, მითხრა ფრაზა: „რას გავხარ“, „წაეთრიე სამსახურიდან“.

ეს უფრო მეტად მტკივნეული იყო, ვიდრე მის მიერ თავში ჩარტყმული ხელი და ხელი, რომელიც მან ტელეფონის დასაგდებად ჩემკენ გამოიქნია.

შემთხვევიდან რამდენიმე წუთში პოლიციის შენობაში ატირებული გავიქეცი. საქმე აღიძრა. გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს. შრომითი ინსპექცია საქმის კურსშია“, – განუცხადა „ფორტუნას“ გვანცა ქველაძემ.

„ფორტუნა“ დაუკავშირდა სტამბა „Rezon“-ის დირექტორს, რეზო რაზმაძეს, რომელიც ჩვენთან საუბარში თანამშრომლის ბრალდებებს ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით უარყოფს და „შანტაჟად“ აფასებს.

„ეს უბრალოდ ძალიან დიდი შანტაჟია. ჩემს თანამშრომლებს, ვისაც გინდათ ჰკითხოთ, თანამშრომლებთან სულ სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს. არავითარი სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ყოფილა ადრე. ჩარტყმის ფაქტიც არ ყოფილა.

სწორედ იმ დილას ვუთხარი, სამსახურიდან თავისუფალი ხარ-მეთქი. აწყობს, რომ ჯავრი იყაროს ჩემზე.

ელემენტარულს ვთხოვდი – დამლაგებელი არის, ალაგებს, მაგრამ დამლაგებლის შრომას პატივი ხომ უნდა სცეს?! შანტაჟი მომიწყო.

ერთი თვის წინ სამსახურიდან სწორედ ამიტომ გავუშვი, მოვიდა თხოვნით, დავაბრუნე, მაგრამ იგივე გააგრძელა.

[ვიდეოს გამოქვეყნება] არ ველოდი, სხვა შემთხვევაში შემეძლო სურათებიც გადამეღო და შემენახა. არ ველოდი, ასეთ სიბინძურეზე თუ წავიდოდა. არავითარი ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა. გამოძიება დაწყებულია და ყველაფერს დაადგენს.

ჩემს თანამშრომლებთან მამაშვილურად ვარ. ისე ვზრუნავ, ალბათ, თბილისში არც ერთი ფირმა არ ზრუნავს ასე, მწყინს, რაც არ ვარ, ის რომ გამოვყავარ“, – უთხრა „ფორტუნას“ რეზო რაზმაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g