LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე: „რა ჯანმრთელი და ყველაზე კარგი ხარ ჩემო ქვეყანა, როცა არ კითხულობ, ნაცია თუ ქოცი, გეი თუ არაგეი, გვარსაც არ კითხულობ, ეთნიკურად რა წარმომავლობისაა, არც მშობლების სოციალურ მდგომარეობას იკვლევ, უბრალოდ დგები და დახმარებას იწყებ“

912
fot

თბილისში, დიდ დიღომში დაკარგული მარიამ ბარაბაძე გვიან ღამით იპოვეს.

როგორც აღმოჩნდა, გოგონა ძაღლის სახლში იმყოფებოდა და ეძინა.

„დღის გმირები, ამ სუპერ ბიჭებმა იპოვეს მძინარე მარიამი“ – ვინ არიან ბიჭები, რომლებმაც დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის გოგო იპოვეს

მარიამის ამბავმა შეიძლება ითქვას, რომ მთელი თბილისი გააერთიანა.

მოსახლეობა, სამართალდამცველებთან ერთად, პატარა გოგონას სამძებრო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთო.

ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ცნობილი ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე და ემოციურ სტატუსს გვიზიარებს.

„რა ჯანმრთელი და ყველაზე კარგი ხარ ჩემო ქვეყანა, როცა არ კითხულობ, ნაცია თუ ქოცი, გეი თუ არაგეი, გვარსაც არ კითხულობ, ეთნიკურად რა წარმომავლობისაა. არც მშობლების სოციალურ მდგომარეობას იკვლევ, უბრალოდ დგები და დახმარებას იწყებ. ამ დროს ჩანს ხოლმე, რა ღირსეული ხარ სინამდვილეში, სადღაც შენი თავის შენთვისვე მივიწყებულ სიღრმეში და რა სამწუხაროა, რომ ისევ ივიწყებ საკუთარ თავს ჩვეულებრივ დღეებში. არადა, სამოთხეს შევქმნიდით, ეს რომ ყოველდღიური ჩვევა და რწმენა იყოს. არა მაინცდამაინც სიყვარული, არამედ პატივისცემა.

დაკარგული ბავშვი იპოვეს,“ – წერს ნათია ფანჯიკიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g