ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა.
დიდ და პატარა ჩაილურში, შიბლიანში, ვერხვიანში, კაკაბეთში, მზისგულში, ყანდაურასა და ბადიაურში დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთები, სავარგულები და ვენახები. დაზიანდა შიდა საუბნო გზები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
სოფელ კაკაბეთში დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ვენახების ერთი ნაწილი. არსებული ინფორმაციით სეტყვა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
ფოტო: მთავარი არხი
