LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს გამაოგნებელი მაჩვენებელია ერთი ღონისძიებისთვის“ – ბიონსეს კონცერტებმა შვედეთში ინფლაციის დონეზე გავლენა მოახდინა

334
Untitled.pngghhg

ბიონსეს ტურნეს, Renaissance-ის მასშტაბებზე ჯერ კიდევ ტურნეს დაწყებამდე დაიწყო საუბარი. „ფორბსის“ ცნობით, ის 2,2 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს. ბიონსეს სასტარტო კონცერტმა სტოკჰოლმში, შვედეთში ინფლაციის დონეზე იმოქმედა. შოუებს 46 ათასი ადამიანი დაესწრო, ბევრი მათგანი შვედეთში სპეციალურად შოუზე დასასწრებად ჩავიდა, რამაც, ცხადია გავლენა სასტუმროებისა და რესტორნების ფასებზე იქონია.

ტურისტების ნაკადს გავლენა ჰქონდა ქვეყანაში ინფლაციის დონეზე, რომელმაც მაისში 8,2% შეადგინა,  ეს მაჩვენებელი 8,1%-ზე უნდა ყოფილიყო, Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები კი ვარაუდობდნენ, რომ ინფლაცია 7,8%-მდე შემცირდებოდა.

„ეს გამაოგნებელი მაჩვენებელია ერთი ღონისძიებისთვის. ასეთი რამ ადრე არ გვინახავს“, – განაცხადა Danske Bank-ის მთავარმა ეკონომისტმა მაიკლ გრანმა. ​

შეგახსენებთ, არტისტმა 7 წლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიო ტურნე წლის დასაწყისში დააანონსა. მის ფარგლებში 43 კონცერტი გაიმართება, სულ ევროპაში მომღერალი 12 კონცერტს ჩაატარებს, დანარჩენი შოუები კი აშშ-ში შედგება.

ვიდეო: ბიონსე „ჯორჯ ჰობეიკას“ ვერცხლის კრისტალებითა და მარგალიტებით მორთულ კოსტიუმში ბერლინში გამართულ კონცერტზე

ვიდეო: „ნახეთ როგორ მოძრაობს“ – ბიონსემ სცენაზე 11 წლის ქალიშვილი კვლავ გამოიყვანა – ნახეთ 2,2 მილიარდ დოლარად შეფასებული Renaissance-სი მორიგი შთამბეჭდავი პერფორმანსი

ვიდეო: ბიონსეს მორიგი გაბრწყინება – 2,2 მილიარდ დოლარად შეფასებული ტურნე Renaissance სრული ანშლაგით მიმდინარეობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები