ბიონსეს ტურნე, Renaissance სრული ანშლაგით მიმდინარეობს. მორიგი კონცერტი ლონდონში, Tottenham Hotspur Stadium გაიმართა. ამჯერად 41 წლის ვარსკვლავი სცენაზე შინდისფერი, ბრჭყვიალა კაბით გამოჩნდა და მაყურებელს, როგორც ყოველთვის საოცრად შთამბეჭდავი პერფორმანსი შესთავაზა.
ბიონსე კონცერტზე ისევ ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას ულამაზეს ვერცხლისფერ ანსამბლში გამოჩნდა
წინა კონცერტზე, რომელიც Stade de France-ის სტადიონზე გაიმართა არტისტმა გულშემატკივრებს სიურპრიზი მოუწყო და სცენაზე, ერთ-ერთი ნომრის შესრულების დროს, 11 წლის ქალიშვილი, ბლუ აივი აიყვანა. მან ქალიშვილთან ერთად ენერგიულად იცეკვა.
„რაც დედა, ის შვილი“ – ბიონსემ სცენაზე 11 წლის ქალიშვილი აიყვანა და დაუვიწყარი პერფორმანსი მოაწყო
ცნობისთვის მუსიკალური ტურნეს ფარგლებში 43 კონცერტი გაიმართება. სულ ევროპაში მომღერალი 12 კონცერტს ჩაატარებს, დანარჩენი შოუები კი აშშ-ში შედგება. „ფორბსის“ ცნობით, ბიონსე Renaissance-ით 2,2 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს. ცნობისთვის, ბიონსე 7 წლიანი პაუზის შემდეგ, მეშვიდე სტუდიური ალბომი, Renaissance გაავრცელა.
ფოტო/ვიდეო: მილოცვა დედას და მორიგი ფურორი სცენაზე – ბიონსეს ტურნეს Renaissance-ის ქრონიკები