LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაპატიე, რომ ვერ გიშველე.. სადღაც ერთად ბედნიერები უსასრულოდ ვიქნებით, ვიცი“ – 20 წლის რატი თოდუა, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა

1212
351578897_1342850433247288_7601720929562856645_n

რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელში ახალგაზრდა ბიჭის შესახებ სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა.

20 წლის რატი თოდუა, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა.

როგორც „ფორტუნას“ გარდაცვლილი ბიჭის დამ, სალი თოდუამ განუცხადა, რატი 3 წლის განმავლობაში შეუპოვრად იბრძოდა სიცოცხლისთვის.

მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთაც იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

„6 წელი არ მყავდა ნანახი. მესამე თვეა, რაც ჩამოვიდა [მილანში], უნდა გვემკურნალა, ბოლო წამამდე ჩემთან იყო. ერთად ვიყავით.. საავადმყოფოში გარდაიცვალა. თქვენ არ იცით, მე როგორი ფერადი მზე ჩამიქრა“, – განუცხადა „ფორტუნას“ გარდაცვლილი ბიჭის დამ.

 

 

სალი დაო ხომ მიშველი? ბოლოს მკითხე… ვერ გაჩუქე სიცოცხლე ჩემო გაზაფხულო! ჩემს ყველა კითხვას პასუხი გაეცი ჩემო სიხარულო! მე კი ვიქნები სულ შენი და, მაგრამ შენ ჩემი ძმა რატომ ვეღარ იქნები რატიკო. სულ რატომ უნდა მენატრებოდე ჩემო შოშიის თვალებავ? ვიზიარებო მეტყვიან, გამეცინება. ვერავინ გაიზიარებს რატი, შენ ჩემი ტვირთი ხარ, ჩემი სიმწარე… არ დავუშვებ შენთან ვინმე შავებით მოვიდეს, ვიცი რომ გეზიზღება. ფერადი მოხვედი და ფერადს გაგიშვებ ჩემო ცისარტყელავ… ყველაფერი ტყუილია რატი, ყველაფერი.. არ დაიჯერო.. ზამთარია აწი ჩემი ცხოვრება.. გულიც წაიღე ბარემ.

Posted by Sally Todua on პარასკევი, 16 ივნისი, 2023

 

 

სოციალურ ქსელში გარდაცვლილ ახალგაზრდას ემოციურ პოსტს უძღვნის მეუღლე, მარიამ ბერიშვილი.

პოსტს, მისივე ნებართვის საფუძველზე, უცვლელად გთავაზობთ:

„თითქოს ჩვენზე ყველამ გაიგო, მაგრამ ჩვენს შორის კავშირი მე და შენ ვიცით მხოლოდ პატარავ შენი ცოლობით ვარ ყველაზე ამაყი, რამდენჯერაც ამბობენ ჩემზე ეს არის რატის ცოლი ჩემი სიამაყე მატულობს.. რამდენი სიტყვა იქნება საკმარისი ყველაფრის სათქმელად? უთვალავი.. ჩემი ცხოვრების მთავარი მიღწევა ხარ.

გაბრაზებული სხვა ოთახში გავდიოდი და დიდ ტექსტს გწერდი, ახლაც ამას ვაკეთებ ეს ჩვევა ბოლომდე გამყვა.

პატარავ ფერადოს მეძახდი და გამაშავე, შენზე არ ვბრაზობ ვიცი არ გინდოდა, ვიცი გეცოდები, ვიცი გრცხვენია ჩემი დატოვების ვიცი, ყველაფერი ვიცი..

ჩვენი ბოლო ჩახუტება შენთვის ცრემლინი იყო, მაგრამ მჯერა მაშინ იყავი ყველაზე ბედნიერი. შიშველს მიგეკარი, რომ გამეთბე, ყურში გეჩურჩულებოდი ჩემს ყველა ძალას შენ გაძლევთქო, მაგრამ არ მქონია საკმარისი, მაპატიე..

რამდენი ვიბრძოლეთ ერთად ყოფნისთვის ჩვენ ვიცით მხოლოდ როგორ მჯეროდა დასასრული ბედნიერი გვექნებოდა, ბოლომდე მჯეროდა შენი, ახლაც მჯერა პატარავ.. არ გემშვიდობები,მე გელოდები

როცა კვლავ ხელს გამომიწვდი მაშინვე გამოგყვები გელოდები ჩემო ერთადერთო

სადღაც ერთად ბედნიერები უსასრულოდ ვიქნებით ვიცი

მკერდზე დავიწერეთ შენი არჩეული სიტყვები

„შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი..“

და ამისრულე? ახლა მართლა მე ვარ ამ ოთახში ჰაერზე მეტი. ნეტავ იცოდე როგორ არ მინდა, როგორ მტანჯავს ეს სიტყვები
რამდენი დღეა ჩემი ცრემლი შენს თვალებს ეცემა და თითქოს ეს ჩემგან კი არა შენგან წამოსული ცრემლია… მიყვარხარ უსასრულოდ

მაპატიე, რომ ვერ გიშველე

მაპატიე, რომ საკმარისი ძალა ვერ მოგეცი

როგორ ერთმანეთის მონატრებით დავიტანჯეთ და ახლა ასე იქნება კვლავ შეხვედრამდე

 

 

თითქოს ჩვენზე ყველამ გაიგო, მაგრამ ჩვენს შორის კავშირი მე და შენ ვიცით მხოლოდ❤️
პატარავ შენი ცოლობით ვარ ყველაზე ამაყი,…

Posted by Mariamm Berishvili on შაბათი, 17 ივნისი, 2023

 

 

გპირდები შენთან საუბარს არასდროს შევწყვეტ

უშენობას არასდროს შევეგუები

შეხვედრამდე პატარავ

გელოდები“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g