ინდოეთის მკვიდრმა 127 საათი იცეკვა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო UPi ავრცელებს.
16 წლის სტრუშტი სუდჰირ ჯაგტაპმა ცეკვა თავისი სკოლის ერთ-ერთ კლასში 29 მაისის დილას დაიწყო და მუსიკის რიტმში მოძრაობას 3 ივნისის შუადღემდე აგრძელებდა. მთლიანობაში რეკორდსმენმა 127 საათი იცეკვა.
ინდოელი კლასიკურ ინდურ ცეკვას ასრულებდა და გოგონას ყოველ საათში 5 წუთიანი შესვენების აღება შეეძლო.
„ჩემი მიზანი, ინდური კულტურის პოპულარიზაციაა“ – უთხრა თინეიჯერმა გინესის წიგნის წარმომადგენლებს.
წინა რეკორდი 126 საათს შეადგენდა და ის 2018 წელს ნეპალელმა მოცეკვავემ ბანდან ნეპალმა დაამყარა. სუდჰირმა ეს მაჩვენებელი 1 საათით გააუმჯობესა.