LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა არის ძალიან დიდი სიბინძურე“ – კახა კალაძე

168
კახა კალაძე

ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა არის ძალიან დიდი სიბინძურე, – აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები ყოველთვის იყვნენ, არიან და მომავალშიც იქნებიან, მათ უფლებებს კი სახელმწიფო იცავს.

„ჩემი ოჯახის წინააღმდეგ აგორებული კამპანია პირველი შემთხვევა არ არის, ხშირია როდესაც პოლიტიკოსების ოჯახის წევრების მიმართ მსგავსი კამპანია და ბულინგი ხორციელდება. კიდევ ერთხელ გავიმეორე, ბავშვებში LGBT პროპაგანდა არის ძალიან დიდი სიბინძურე და კატეგორიულად მიუღებელი.

საქართველოში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები ყოველთვის იყვნენ, არიან და მომავალშიც იქნებიან, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ ადამიანებს არავის დაცვა არ სჭირდებათ, რადგან ქვეყნის სხვა მოქალაქეების მსგავსად, მათ იცავს კანონი და სახელმწიფო.

სექსუალური ორიენტაცია ადამიანების პირადი საქმეა და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ამაში, თუმცა პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია. არაერთხელ მითქვამს და ეს არის ჩემი დამოკიდებულება – ყოველთვის ვიქნები ამის წინააღმდეგი, თუმცა ყოველთვის ვიდგები იქ, რომ ამ ადამიანების უფლებები იყოს დაცული“, – განაცხადა „იმედის” ცნობით, დედაქალაქის მერმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g