LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი – ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა

134
62e0d255f33de

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ლაშა კალანდაძის ინფორმაციით, ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

„რამდენიმე წუთის წინ ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის სააპელაციო საჩივარი;

უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ“,- წერს ლაშა კალანდაძე სოციალურ ქსელში.

magti 5g