LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველა, ვინც ბოროტების გზას ირჩევს, საკუთარ თავს ინადგურებს

177
ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთში მიმდინარე მოვლენებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი სისუსტე იმდენად აშკარაა, რომ მას ვერავითარი პროპაგანდით ვეღარ შენიღბავენ.

ზელენსკის თქმით, დიდი ხნის განმავლობაში, რუსეთი საკუთარი სისუსტისა და მისი მთავრობის სისულელის შესანიღბად პროპაგანდას იყენებდა და ახლა ისეთი ქაოსია, არავითარ ტყუილს არ შეუძლია მისი დამალვა.

„რუსეთის სისუსტე აშკარაა – სრულმასშტაბიანი სისუსტე“, – წერს ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ყველა, ვინც ბოროტების გზას ირჩევს, საკუთარ თავს ინადგურებს. ზელენსკი აღნიშნავს, რომ რაც უფრო დიდ ხანს აჩერებს რუსეთის თავის ჯარსა და დაქირავებულ მებრძოლებს უკრაინის მიწაზე, უფრო მეტი ქაოსი, ტკივილი და პრობლემები ექნება მოგვიანებით.

„ვინც სხვა ქვეყნის სიცოცხლეების გასანადგურებლად ჯარის კოლონებს აგზავნის და როცა სიცოცხლე წინააღმდეგობას უწევს, ვერ აჩერებს მათ გაქცევისა და ღალატისგან, ვინც რაკეტებით ატერორებს და მათი ჩამოგდების შემდეგ, შაჰიდის დრონების მისაღებად თავს იმცირებს, ვისაც ხალხი ეზიზღება და ასიათასობით მათგანს ომში აგდებს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, მოსკოვის ოლქში საკუთარი თავი ბარიკადებში მოაქციოს იმ ხალხისგან, ვინც თავად შეაიარაღა“, – წერს ზელენსკი Twitter-ზე.

 

ამავე თემაზე: 

ვლადიმერ პუტინი: დავიცავთ ქვეყანას როგორც გარე მტრებისგან, ასევე შიდა მოღალატეებისგან.. ვინც აჯანყება მოაწყო და იარაღი აღმართა, პასუხს აგებს​!

„თქვენ მოტყუებით ხართ ჩართულები პრიგოჟინის დანაშაულებრივ ავანტიურაში და შეიარაღებულ ამბოხში“ – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის“ მებრძოლებს მიმართავს

ფოტოები: „სამხედროებით და ტანკებით პარალიზებული როსტოვი“ – რა ხდება ქალაქში, რომელიც არსებული ცნობით, „ვაგნერმა“ დაიკავა

ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისმა მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს

ევგენი პრიგოჟინმა „ვაგნერის“ მებრძოლები როსტოვის და ვორონეჟის ოლქების გუბერნატორებად დანიშნა

პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს “ვაგნერზე” თავდასხმაში ადანაშაულებს და შურისძიებით იმუქრება – რას პასუხობს კრემლი

„სანამ გენშტაბის უფროსი და შოიგუ არ მოვლენ, აქ ვართ“ – ევგენი პრიგოჟინის ულტიმატუმი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს

„ვაკვირდებით რუსეთში მიმდინარე სიტუაციას, მიმდინარე მოვლენებს ჯო ბაიდენიც გაეცნო“ – აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი

ვინ არის ერთ დროს პუტინის „მზარეული“ პრიგოჟინი, რომლის წინააღმდეგ „ეფესბემ“, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g