პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს იმ სავარაუდო სცენარების შესახებ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.
გია ხუხაშვილის მოსაზრებით, მოვლენების სავარაუდო განვითარება ასეთია:
„გენერალიტეტის ნაწილი უარს იტყვის „ვაგნერთან“ დაპირისპირებაზე, რაც დასრულდება ე.წ. „სამხედრო საბჭოს“ შექმნით.
მოხდება ცენტრალური ხელისუფლების პარალიზება. პუტინი გაიქცევა პეტერბურგში, ან ჩეჩნეთში. მოლაპარაკებების შედეგად პუტინი გადადგება ან გაქრება.
სამხედრო საბჭო დანიშნავს დროებით პრეზიდენტად ვინმე კასიანოვოობრაზნის.
უკრაინას დაუბრუნდება ყველაფერი.
კასიანოვოობრაზნი ცოტა ხანში პრიგოჟინს და გადატრიალებაში მონაწილე ყველა გენერალს დაიჭერს და გამოაცხადებს ახალ „პერესტროიკას“ დასავლეთის დახმარებით.
მოკლედ, პრიგოჟინი ჯაბაა, თავდაცვის გენერალი კიტოვანი, კასიანოვოობრაზნი შევარდნაძე.
ისტორია ბუმერანგის პრინციპით მეორდება და პირდაპირ შუბლში ხვდება იმპერიას…“ – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
მოვლენების სავარაუდო განვითარება:
გენერალიტეტის ნაწილი უარს იტყვის “ვაგნერთან” დაპირისპირებაზე, რაც დასრულდება ე.წ….
Posted by Gia Khukhashvili on შაბათი, 24 ივნისი, 2023
ცნობისათვის, გუშინ, 23 ივნისს, სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს, რის გამოც, მისი თქმით, დარტყმის ავტორები დაისჯებოდნენ. მოგვიანებით, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, შემდეგ კი მისმა სამხედროებმა დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანეს.
რუსეთში განვითარებული მოვლენების პარალელურად, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გაიცა, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით კი ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
მოგვიანებით, საზოგადოებას პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმართა, მან განვითარებული მოვლენები „სამხედრო ამბოხად“ შეაფასა და თქვა, რომ „სამოქალაქო ომის განმეორებას არ დაუშვებს“.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პრიგოჟინს და მის მომხრეებს დანებებისკენ მოუწოდა, ვაგნერის მეთაურმა კი განაცხადა, რომ „ჩაბარებას არავინ აპირებს“.
„ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ. არ გვინდა, ქვეყანამ კორუფციაში, ბიუროკრატიასა და ტყუილში იცხოვროს“, – ამბობს პრიგოჟინი.
ამავე თემაზე:
ევგენი პრიგოჟინმა „ვაგნერის“ მებრძოლები როსტოვის და ვორონეჟის ოლქების გუბერნატორებად დანიშნა